x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ქარვასლა“ მასშტაბურ Back to school ბაზრობას უმასპინძლებს
image

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა" 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სასკოლო გამოფენა/ბაზრობას - Back to school უმასპინძლებს.


ღონისძიება წინასასკოლო სამზადისს უკავშირდება და მისი მიზანია, ოჯახებს ფინანსებისა და დროის დაზოგვის საშუალება მისცეს. გამოფენა/ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ ნებისმიერი საკანცელარიო ნივთი, სასკოლო ფორმები, ჩანთები, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და სხვა უამრავი საინტერესო ნივთი.


იმისათვის, რომ წინასასკოლო სამზადისი ბავშვებისათვის საინტერესო და სახალისო იყოს, ბაზრობის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი პროგრამა/აქტივობა და გათამაშებები.



ერთად მოვემზადოთ სასწავლო წლის დასაწყებად. მისამართი: ცოტნე დადიანის N7, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“.


R

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0