x
image
Yoona
Mediator image
ქალმა "მაკდონალდსს" უჩივლა ცხელი ყავის გამო და 640 ათას დოლარი მიიღო
"მაკდონალდსში" ყავის ჭიქებს აწერია „ფრთხილად, ცხელია“. ფუნთუშებსაც იგივე ეხება. ერთი შეხედვით, თითქოს ნათელია, რომ ახალმომზადებული ყავა მაღალი ტემპერატურის იქნება. რა საჭიროა გაფრთხილება, თუ ისედაც აშკარაა?


image

1992 წელს აშშ–ში სტელა ლიბეკი შვილიშვილთან ერთად საკუთარი მანქანით "მაკდონალდსში" მივიდა. როგორღაც მთელი ყავა ფეხებზე დაეღვარა. შედეგად, საავადმყოფოში წავიდა, სადაც ოფიციალურად განუცხადეს, რომ მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა.


image


2 წელი მკურნალობაში გაატარა, კანის გადანერგვაც მოუწია. დაზღვევამ მკურნალობა არ დაფარა და ქალმა "მაკდონალდსს" მიმართა. მისგან 20 ათასი დოლარი მოითხოვა.


image

"მაკდონალდსი" ამ პირობებს არ დაეთანხმა და 800 დოლარი შესთავაზა. ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ ჭიქაზე გაფრთხილება თითქმის შეუმჩნეველი იყო, ხოლო ყავის ტემპერატურა ძალიან მაღალი, ამიტომ დამნაშავეა "მაკდონალდსი".


image

მათ მოსამართლეს მოსთხოვეს მთელ ქსელში 2 დღის განმავლობაში ყავის გაყიდვიდან მიღებული თანხა. ეს თითქმის 3 მილიონი დოლარი იყო. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ეს ძალიან ბევრი იყო დაღვრილი ყავისთვის და ქალმა 640 ათასი დოლარი მიიღო.


image

ამ შემთხვევის შემდეგ ყავის ტემპერატურა შეამცირეს, ხოლო გაფრთხილება უფრო დიდი და შესამჩნევი გახდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

2. ძველი iPhone-ს მოდელების მუშაობის განზრახ შეფერხების გამო Apple 25 მლნ ევროთი დააჯარიმეს

3. ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია

4. ერთადერთი ქვეყანა, სადაც შოკოლადის კვერცხი არ იყიდება

5. ერთი შეცდომა, რომლის გამოც Kodak გაკოტრდა

6. მორიგი დაპირისპირება პეპსის და კოკა-კოლას შორის

7. 10 წარმოუდგენლად მკაცრი წესი, რომელიც დისნეილენდის თანამშრომლებმა უნდა დაიცვან

8. საჭმელად უვარგისია: Skittles–ში სახიფათო ინგრედიენტი იპოვეს

9. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

10. 15 უჩვეულო პროფესია, რომლითაც ადამიანები თავს ირჩენენ


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
189
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
189