x
image
Yoona
Mediator image
არ იცით, როგორ ითხოვოთ ხელფასის მომატება? წაუგებელ ვარიანტს გთავაზობთ
ადამიანებს ყოველთვის სურთ იმაზე მეტი ხელფასი, ვიდრე ამ მომენტში აქვთ, მაგრამ უფროსთან მოლაპარაკება ყველას არ შეუძლია. მოლაპარაკების საკმაოდ წაუგებელ ვარიანტს გთავაზობთ.


image

პირველი ნაბიჯი გადადგით

ეს წესი ფასთან მიმართებაში ყოველთვის მოქმედებს და არა მხოლოდ. ის, ვინც იწყებს, სასურველ შედეგს ხშირად აღწევს. აქ ფსიქოლოგიური ეფექტი მოქმედებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ტვინს ამა თუ იმ ნივთის ღირებულების დასადგენად შედარებისთვის რაიმე ვარიანტზე დაყრდნობა სჭირდება. თუ ეს არ ხდება, განსაზღვრა რთული იქნება. ამიტომ სასურველი ხელფასი თამამად დაასახელეთ.



image

პირველი შემხვედრი შემოთავაზება არ მიიღოთ

თუ თქვენ ერთი ციფრი დაასახელეთ, უფროსმა კი მეორე, უფრო ნაკლები, რომელიც თქვენ არ გაწყობთ, არ დანებდეთ და დაუყონებლივ არ დათანხმდეთ. ეს კარგი ვარიანტი არაა. შემოთავაზებით უფროსი სიგნალს გაძლევთ: პრინციპში, არსებობს სურვილი და შესაძლებლობა ფულადი ანაზღაურების გაზრდის განსახილველად. კარგი ვარიანტი – გაოცდით და თქვენი აზრის დაცვა გააგრძელეთ.


მოლაპარაკები წერილობით გამართეთ

თუ პირველივე ჯერზე მოლაპარაკება არ შედგა, ურთიერთობა დისტანციურად გააგრძელეთ. ფსიქოლოგების აზრით, ეს მოლაპარაკების შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. როცა ადამიანები პირისპირ არ იმყოფებიან, საკითხზე კონცენტრირებას უფრო ახდენენ. ასე თქვენს არგუმენტებს უფროსს უფრო გააცნობთ. ის კი მეტად დაფიქრებას შეძლებს.


image

ზუსტი ციფრები დაასახელეთ

ის, ვინც კონკრეტულ ციფრს ასახელებს, უფრო თავდაჯერებულად და მომზადებულად გამოიყურება.

ასე სიგნალს იძლევით, რომ ზუსტად იცით, თუ რა ღირს თქვენი შრომა. ასე ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებთ. ციფრები არ დაამრგვალოთ, მაგალითად, თქვით 950 ლარი და არა 1000 ლარი. ასე ხელფასი უფროსის მიერ უფრო ნაკლებად აღიქმება.


თანამოსაუბრეს კარგი განწყობა შეუქმენით

გამყიდველებმა ეს ხრიკა უკვე იციან: თქვენს პარტნიორს „დათანხმების განწყობა“ უნდა შეუქმნათ. ამისთვის საუკეთესო გზაა, მას რამდენჯერმე ათქმევინოთ „დიახ“. სწორედ ამიტომ, სანამ საუბარს დაიწყებთ, რამდენიმე უსაფრთხო კითხვა დაუსვით. მაგალითად: „შვებულების დროს ძალები კარგად აღიდგინეთ?“

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას კითხავთ. მთავარია, მან გიპასუხოთ „დიახ“. ასე ერთგვარ დაპროგრამებას ახდენთ, რომ ხელფასის გაზრდაზე დადებითად უპასუხოთ.


image

თავდაჯერებული იყავით

ბევრი ხელფასზე საუბარს ძალიან თავდაუჯერებელი იწყებს. ზოგი პატიებასაც კი ითხოვს, ამბობს, თუ თავს რამდენად უხერხულად გრძნობს, რომ არ იცის, ამ მომენტისთვის ამის შესაძლებლობა თუ არსებობს.

ასე არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მოწყალებას არ ითხოვთ, თქვენ თქვენი შრომის შესაბამის ანაზღაურებაზე მოლაპარაკებას აწარმოებთ. თქვენ საკმაოდ თავდაჯერებული უნდა იყოთ. ამასთან აგრესიულად არ უნდა იმოქმედოთ.


image

პაუზები გააკეთეთ

დუმილი მოლაპარაკებების დროს დაფასებული არაა. ამას ბევრი უმკლავდება, მათ შორის უფროსებიც. და ეს თქვენი უპირატესობაა: როცა ხელფასზე მოლაპარაკებას დაიწყებთ, სასურველი ხელფასი ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაასახელეთ. მაგალითად, თქვით: „მსურს 15%–ით მეტი მივიღო“. ამის შემდეგ პაუზა გააკეთეთ. დაე, უფროსმა ეს ამბავი გადახარშოს და თქვენი შეუპოვრობა შეაფასოს. როცა გკითხავთ, ასე რატომ თვლით, თქვენი არგუმენტები მოიყვანეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქის HR მენეჯერი კანდიდატებს მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს, რომელიც მათზე ბევრ რამეს ამბობს

image

რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის

image

როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა

image

რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?

image

ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია

image

0
432
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
432