x
image
Yoona
სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს
კითხვაზე „რომ გაიზრდები, რა გინდა რომ გამოხვიდე“ პასუხის მოსმენისას ბევრი მშობელი იცინის და ბავშვების ოცნებებს სერიოზულად არ აღიქვამენ. არადა, არავის შეუძლია იმის წარმოდგენა, რომ ერთი შეხედვით აბსურდული სამუშაოები ნამდვილად არსებობს.


პროფესიონალი ხელის მკვრელი

image

იაპონელები ნამდვილად შრომისმოყვარე ერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დასაქმებული სამსახურში დროულად მიდის. სწორედ ამიტომ ქვეყანაში სამსახურში აჰყავთ ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ხალხს მეტროდან ხელის კვირით აგდებს. ასე თანამშრომლები სამსახურში დროულად მისვლას ახერხებენ. გასაოცარი ქვეყანაა!


მეგობრის ქირაობა

image

ჩინეთში ფულის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მეგობრის ქირაობით ისარგებლოთ. რას გააკეთებს ეს ადამიანი მთელი დღე უცნობია, მაგრამ საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს!


პროფესიონალი რიგში მდგომი

image

სანამ მსოფლიოში არსებობს რიგები, ამ პროფესიის ადამიანები ყოველთვის მოთხოვნადი იქნებიან. და ვინ არიან ისინი? ადამიანი, რომლებიც ფულის სანაცვლოდ, რიგში სხვის ნაცვლად დგება. გასაოცარია, არა?


პროფესიონალი მძინარა

image


დიახ, ასეც ხდება. ადამიანი ფულს ძილში იღებს! ასეთი პროფესია იმის გამო არსებობს, რომ მეცნიერებმა ძილის დარღვევა გამოიკვლიონ. უდაოდ მთელ მსოფლიოში ეს ყველაზე კომფორტული სამუშაოა.


საქორწილო სტუმარი

image

ისინი, ვინც თვლიან, რომ ქორწილში საკმარისი სტუმარი არ ჰყავთ, შეუძლიათ პროფესიონალი დაიქირაონ! რთული დასაჯერებელია, მაგრამ იაპონიაში ეს ნამდვილად შესაძლებელია.


ღებინების მასის დამლაგებელი

image

ეს პროფესია შემთხვევით არ გამოჩნდა. როგორც ცნობილია, ზოგიერთი ამერიკული მთები იმდენად სწრაფად ადის და ჩამოდის და თან ისეთი კუთხით, რომ დილის საუზმის ღებინების დიდი შანსია.


დეზოდორანტის მტესტავი

image

ზოგიერთი სპეციალისტი ცხვირს სხვის საქმეში ყოფს, ზოგი კი.. იღლიაში! არ მოგეჩვენათ. დიახ, ისინი იღლიებს სუნავენ, რომ გაარკვიონ, რამდენად ხარისხიანია დეზოდორანტი რომ ოფლის სუნი დაამარცხოს.


წყლის სასრიალოს მტესტავი

image

აი, ამ ადამიანებმა კი წყლის სასრიალო უნდა გატესტონ, სანამ ის ექსპლუატაციაში გავა, რომ მის უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ. საინტერესო საქმიანობაა - სიამოვნებაში გულს გიხდიან.


წიწილას სქესის განმსაზღვრელი

image

ერთი შეხედვით უცნაური პროფესიაა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი წიწილის სქესის განსაზღვრა, რადგან ქათმისა და მამლისთვის სხვადასხვა პირობები იქმნება.


ავტომობილის ნომრის შემნიღბავი

image

ქუჩაში საცობების შესამცირებლად, ირანში შემდეგი პოლიტიკა მიიღეს. ლუწი და კენტი რიცხვების მქონე ავტომობილებს ქუჩაში სხვადასხვა დღეს გამოსვლა შეუძლიათ. ხოლო, ისინი, ვინც ამ წესებს არღვევენ, ქირაობენ ადამიანებს, რომლებიც კამერებიდან მათ ნომრებს ფარავენ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?

2. რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის

3. როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა

4. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

5. 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

6. მარკ ცუკერბერგი წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი გახდა - ნახეთ Forbes-ის სია

7. პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

8. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

9. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

10. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

11. ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

3
1352
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
1352
  
2019, 21 ნოემბერი, 21:40
საქართველოს პარლამენტის წევრი, მეტი სასაცილო სამუშაო რაღა გინდათ??????
2019, 6 აპრილი, 18:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 თებერვალი, 9:37
გავერთე კარგად
0 1 3