x
image
Yoona
ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს
მარი ჯან-პიერმა 2006 წელს სასტუმრო Conrad Miami-ში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა დაიწყო და ხელმძღვანელობას რელიგიური შეხედულებების შესახებ მაშინვე განუცხადა. 60 წლის ქალი 6 შვილის დედა და ადგილობრივი ეკლესიის მრევლია. მან ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ განრიგის შედგენის დროს კვირა დღეს ცვლა არ დაენიშნათ, რომ ეკლესიაში მსახურება არ გაეცდინა.


image

ხელმძღვანელობის შეცვლა და ახალი წესები

სამი წელი ჭურჭლის მრეცხავი ღირსეულად მუშაობდა, მას ერთი შენიშვნაც არ მიუღია. ხელმძღვანელობამ მისი თხოვნა გაითვალისწინა და მარის შაბათ-კვირას მუშაობა არასდროს უწევდა. თუმცა ახალი ხელმძღვანელობის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 2009 წლიდან კომპანიამ მას შაბათ-კვირას მუშაობა აიძულა.

როცა მარი ჟან-პიერმა საკუთარ სურვილზე კიდევ ერთხელ განაცხადა, მას მოუსმინეს. კარგი თანამშრომლის დაკარგვა არავის სურდა, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი პირობა ჰქონდა. 2015 წელს სიტუაცია კვლავ შეიცვალა. ხელმძღვანელობა კიდევ შეიცვალა და მარის კვლავ კვირა დღეს მუშაობა მოსთხოვეს.



image


სიტუაციიდან გამოსვლა

ქალმა საკუთარ თავს ორი შაბათ-კვირის გაცდენის უფლება მისცა, ამასთან ხელმძღვანელობა წინასწარ გააფრთხილა და არყოფნის მიზეზად გადაუდებელი საქმე დაასახელა. თუმცა ამჯერად უფროსი უდრეკი იყო, მან თანამშრომელს სამსახურის მიმართ გულგრილობაში ბრალი დასდო და მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.

მარი ჯან-პიერი იმ თანამშრომლების რიცხვს არ მიეკუთვნება, რომელიც უკანონობას შეურიგდება. მან ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო. 1964 წლიდან სამოქალაქო კოდექსის წესების მიხედვით, ფლორიდაში ხელმძღვანელობამ დასვენების დღეებში სამუშაო გრაფიკი თანამშრომლებთან უნდა შეათანხმოს. შტატის მართლმსაჯულება ეკლესიის მრევლის მხარესაა, რომელსაც კვირა დღის მსახურების გაცდენა არ შეუძლია.


image

გამოსავალი

მაიამის რაიონულ სასამართლოში ხანგრძლივი სასამართლო განხილვის შემდეგ, ჟიურის გადაწყვეტილებით, მარი ჟან-პიერეს სარჩელი დააკმაყოფილეს და სასტუმროს ყოფილი თანამშრომლისთვის 21, 5 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა. ჩვენმა გმირმა იმწამსვე აღიარა, რომ ფული მისთვის უმნიშვნელოა. მას მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა სურდა.

რა თქმა უნდა, Conrad Miami-ს წარმომადგენლობა სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალიან იმედგაცრუებული იყო. ისინი იურიდიული ნიუანსების ძებნას აპირებენ, რომ გადასახდელი თანხის რაოდენობა შეამცირონ. როგორ მოგწონთ სიტუაციას ასე შეცვლა დასვენების დღეებში სამსახურში გასვლაზე უარის თქმის შემდეგ?



ასევე დაგაინტერესებთ:

1. რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?

2. რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის

3. როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა

4. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

5. 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

6. მარკ ცუკერბერგი წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი გახდა - ნახეთ Forbes-ის სია

7. პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

8. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

9. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

10. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

11. ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

12. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
1166
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
1166
  
7 აგვისტო, 21:25
ეეეეე საქართველოში მასეთი რამე ოდესმე მოხდება???? ველას ტორტები გექნებათ გაგებული უმეტესობას ხელშეკრულებებზე მოაწერინეს ხელი სადაც წერია რომ შვებულება ექნებათ უფასო. ვინვ პრეტენზია გამოთქვა ქართველი დამსაქმებლების საყვარელი ფრაზით " არ გაწყობს? წადი სხვას მოვიყვან" მოაჯადოვეს. რა შაბათ- კვირას დასვენებაზეა ლაპარაკი???
0 1 1