x
image
Yoona
როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა
image

ხელფასის შესახებ შეკითხვა ყველაზე რთული კითხვაა, რომელიც გასაუბრების დროს გიჩნდებათ. ერთი მხრივ, დამსაქმებელთან მრავალრიცხოვან შეხვედრებზე დროის დახარჯვა არ გსურთ, თუ შრომის ანაზღაურება თქვენთვის მისაღები არაა, მეორე მხრივ, არ გსურთ რომ უტაქტო გამოჩნდეთ, რადგან ამ შემთხვევაში უფროს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნება, რომ ხელფასი ერთადერთია, რის გამოც მუშაობას აპირებთ. როგორ მივხვდეთ, რომ დროა ხელფასზე ვიკითხოთ ან ჯერ ადრეა? ამაში 12 რჩევა დაგეხმარებათ.


1.გაარკვიეთ, დამსაქმებელი თქვენით დაინტერესებული არის თუ არა

image


თუ მიხვდებით, რომ დამსაქმებელი თქვენით ძალიან დაინტერესებული არაა, სჯობს ხელფასზე საერთოდ არ იკითხოთ.


2.მცირე კვლევა ჩაატარეთ

image

სანამ ძალიან მაღალი ან დაბალი მოთხოვნებით ყველას უხერხულობაში ჩააგდებთ, ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეთ და გაარკვიეთ, ამ თანამდებობაზე ჩვეულებრივ რამდენს უხდიან ან ამ კომპანიაში თანამშრომლებს საშუალოდ რამდენს უხდიან. ასე საკუთარ თავზე ძალიან მაღალ ან დაბალ ღირებულებას არ დააწესებთ.


3.საკუთარი გამოცდილების დონე შეაფასეთ

image

თუ ამ სფეროში დამწყები ხართ, უმჯობესია ენას კბილი დააჭიროთ და დაელოდოთ, სანამ სამსახურს შემოგთავაზებენ.


4.უმჯობესია ხელფასზე გვიან იკითხოთ, ვიდრე ძალიან ადრე

image

წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელს არასწორი შთაბეჭდილება შეექმნება. დიახ, ფული ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი თქვენი მთავარი მოტივაციის საშუალება არ უნდა იყოს.


5.საკუთარ ინტუიციას ენდეთ

image

როცა საუბარი საჭირო რელსებზე გადავა და თქვენ ინტერვიუერთან თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ გარისკოთ და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკეთესია, ვიდრე გასაუბრებაზე 11 საათის დახარჯვა მხოლოდ იმის გასაგებად, რომ გადაგიხდიან იმდენს, რამდენსაც ბოლოს 5 წლის წინ გიხდიდნენ.


6.დაელოდოთ მომენტს, როცა სამსახურზე თქვენს დათანხმებას შეეცდებიან

image

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოლუსი იცვლება და ახლა თქვენ კი არ ყიდით უნარებსა და გამოცდილებას, არამედ დამსაქმებელი თქვენს მოსყიდვას ცდილობს. ეს იდეალური მომენტია იმისათვის, რომ ხელფასზე იკითხოთ.


7.კუთხეები შეარბილეთ

image

იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ჰკითხოთ: „რამდენი იქნება ჩემი ხელფასი?“ - კითხვა ასე დაუსვით: შეიძლება გამომუშავებულ თანხასთან დაკავშირებული საკითხი განვიხილოთ? (პაუზა) თუ ასეა, შეიძლება ამაზე ახლა ვისაუბროთ?“ ყოველ შემთხვევაში, ასე სიტუაცია უხერხული არ იქნება.


8.პირდაპირ პასუხს არ ელოდოთ

image

მაშინაც კი, როცა გრძნობთ რომ ხელსაყრელი დრო დადგა, რომ ხელფასის საკითხი წინ წამოწიოთ, არ იფიქროთ რომ ყველაფერს გეტყვიან. ძალიან ხშირად ინტერვიუერები ამ კითხვაზე პასუხს თავს არიდებენ და ასე პასუხობენ: „ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული“. თუ ასე მოხდება არ შეგეშინდეთ, უბრალოდ დამსაქმებელს დრო სჭირდება, რომ თქვენზე უფრო მეტი გაიგოს.


9.მზად იყავით იმისთვის, რომ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებენ

image

როცა თქვენ ხელფასზე კითხვას დაუსვამთ, არსებობს ალბათობა, რომ დაინტერესდებიან, თუ ახლა რამდენს გამოიმუშავეთ ან რამდენის მიღება გსურთ. უმჯობესია ასეთ კითხვაზე პასუხის გასაცემად წინასწარ მოემზადოთ. იდეალური იქნება, თუ სასურველი ანაზღაურების მინიმალურ და მაქსიმალურ თანხას დაასახელებთ, ან კითხვას თავი აარიდეთ და აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ ამ კომპანიაში მუშაობა თქვენთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ხელფასის საკითხი.


10.თქვენი მინიმალური მოთხოვნების შესახებ ყოველთვის იცოდეთ

image

თქვენ ყოველთვის უნდა იცოდეთ, თუ რა მინიმალურ ხელფასზე ხართ მზად, რომ იმუშაოთ.


11.ვაჭრობისთვის მზად იყავით

image

თქვენ უნდა იცოდეთ არა მხოლოდ რამდენის გამომუშავება გსურთ, არამედ დაგეგმოთ, თუ სასურველ ხელფასს როგორ მიაღწიოთ. ეცადეთ ასეთ ფრაზას „მე ვფიქრობ“. „სავარაუდოდ“ თავი აარიდოთ. ასეთი ფრაზები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ თქვენ თავდაჯერებული არ ხართ. საკუთარი პოზიცია მტკიცედ დაიცავით, მაგრამ არ გადააჭარბოთ.


12.ფულზე ჩაციკვლა არ ღირს

image

საკითხი ძალიან ადრე ან ძალიან გვიან წინ არ წამოწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელი ცუდ დასკვნებს გააკეთებს. ასევე არ მისცეთ იმ დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ გამომუშავებული თანხის რაოდენობა თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, შეუერთდეთ ამ კომპანიას თუ არა, გავლენას მოახდენს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

2. პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

3. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

4. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

4
921
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
921
  
7 სექტემბერი, 9:25
გუშინ ვუსმენდი ანა დოლიძეს,რომელმაც არაპროფესიონალური გამოსვლა შემგვთავაზა და მთელი დრო თავის ქებას დაუთმო.ის ითხოვს,რომ პარლამენტში დავასაქმოთ და თავისი რეზიუმე დაგვიგდო პირდაპირ ეთერში. ეს არის მაგალითი იმის,როგორ არ უნდა მოიქცე,როცა ესაუბრები პოტენციურ დამსაქმებელს. ცუდი პოლიტიკოსი შესაძლოა იყოს ჰარვარდ/ჯემბრიჯელიც,რომელიც ჰელსინკის რაღაც ჯგუფმა 12 საუკეთესო უფელბადამცველ ქალში დაასახლელეს და 9 კლასის,იქვე ორი მერხის დამთავრებულიც ან პირიქით. როცა ამბობ,რომ 12 საუკეთესო შორის დაგასახელეს,რომ მეთორმეტე ხარ და არა პირველი,სხვა შემთხვევაში იტყოდა 10 ან 5 ან 3 და ეს არ არის საამაყო,მით უფრო ძლიერი მხარე კონკურენტებთან მიმართებაში.დაინტერესებული ადამიანი ისედაც ნახავს ანა დოლიძის სივს და გასაუბრების დროს საერთოს არ უნდა ისაუბროთ ამაზე,თუ არ გკითხვენ. შემტევი იყო გუშინ ანა,მაგრამ რეიტინგი დაიგდო სერიოზულად. 27 წელი საზღვარგარეთ თუ გაატარა,ის ვერ ისწავლა,რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ბარემ დაბადებით დაეწყო და ეს წარმოეჩინა უპირატესობათ. არ მაქვს დამთავრებული ამერიკის რომელიმე უნოვერსიტეტი ან ევროპის,მაგრამ მაგ ანას დებატში გავხევ შუაზე.თან მაგარი დებილი პიარშიკები ჰყავს და ალბათ,მათ ურჩიეს ესე. ვისაც გინდათ,რომ გასაუბრებიდან არ დაგიფრინონ,მაშინ გაეცანით ანა დოლიძის ქეისს და ჩაწერეთ,როგორ არ უნდა მოიქცე,როცა საკუთარი თავის გაყიდვას ცდილობ.
7 სექტემბერი, 9:15
როცა აგიყვანენ,მერე თქვენ იცით და თქვენმა ფხამ,რასაც გააკეთებ იმას მოითხოვ. რაც შეეხება,გამოცდილი კადრის შემთხვევას,აქ რადიკალურად განსხვავებულია ყველაფერი. აქ თქვენ მომგებიან სიტუაციაში ხართ და მაქსიმალურად ეცადეთ თავდაჯერებულები იყოთ გასაუბრების დროს. ისინი უნდა გრძნობდნენ,რომ მათვის არის მნიშვნელოვანი თქვენი აყვანა და თქვენი პროფესიონალიზმით სხვაც დაგასაქმებთ.ამ შემთხვევაში ეცადეთ,არ გადააჭარბოთ ხელფასის მოთხოვნას და რეალისტურ თანხაზე ცოტა მეტი დაასახელეთ,რადგან ვაჭრობა გაიმართება. მოითხოვე მაქსიმუმი,რათა მინიმუმი არ გაგიხდეთ სახვეწარი.სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრძნობინოთ,რომ თქვენი არ აყვანით შედომას უშვებენ და ბევრს დაკარგავენ. არ ისაუბროთ ზედმეტი იმის შესახებ,რომ ეს და ის იცით,მხოლოდ საჭირო დროს დაელოდეთ. დამერწმუნეთ,თუ დამსაქმებელი ეჭებს გამოცდილ კადრს,მაშინ ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ თქვენ აგიყვანთ.
7 სექტემბერი, 9:06
გააჩნია სიტუაციას და მაგის მიხედვით უნდა იმოქმედო. როცა პირველი სამსახურია,ჯობია არ იკითხო საერთოდ,რადგან დამსაქმებელს ილუზიას უქმნი არასწორს. ამ დროს,თქვენს შესახებ არაფერია ცნობილი,გარდა იმისა,თუ სად სწავლობდი და სიტყვიერი ლაილაი თქვენივე ნათქვამი. ასეთ დროს,ჯობია კარიერულ ზრდაზე იკითხო და იკითხო,რა საშუალებები არსებობს ამისათვის. ამით მიზანდასახულობას და ბრძოლისუნარიანობას აჩვენებ,გახდე საუკეთესო,რადგან წინ იყურები. როცა პირველი სამსახურია,შედიხარ კონკურენციაში გამოცდილ კადრებთან და არასოდეს გაუტოლოთ თავი მათ დასაწყისშივე. დამსაქმებელი აუცილებლად იკითხავს,რა რაოდენობის თანხის გამომუშავებაზე ფიქრობთ და ეს არის სიგნალი,რომ 99% სამსახურში გიღებენ და თუ ეს ასე არ მოხდა,მაშინ ტყუილი ილუზიები არ უნდა შეიქმნათ,სხვა საქმეზე გადაერთეთ. პასუხი კი ამ კითხვაზე უნდა იყოს წინა თემის გაგრძელბა,რადგან მომგებიან სიტუაციაში არ ხართ. აქაც შესაძლებლობები განვითარების და რაღა თქმა უნდა ხელფასის ზრდის პერსპექტივით. დამსაქმებელი ფიქრობს,რომ თქვენ მზად ხართ შრომისათვის და განვითარებისთვსი,ეს მათთვისაც კარგია.ისინი ფიქრობენ,რომ მცირე ხელფასის გადახდით რისკს ნაკლებს წევენ და თუ ვერ გაამართლებთ დიდი პრობლემას არ შექმნიან ამით. სწორედ ამ თემით უნდა წამოიკიდოთ. ხო ისაუბრეთ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა,რადგან ტყუილით დაწყებული თანამშრომლობა კარგად არ მთავრდება.
2018, 11 დეკემბერი, 1:48
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 4