x
image
გემი დალანდი
უპასუხეთ რას გააკეთებდით პირველ რიგში და გაიგეთ თქვენი ფარული პიროვნული თვისებების შესახებ
იცოდით, რომ ყოველდღიურ ჩვევებს და სხეულის ენასაც კი შეუძლია თქვენი ხასიათის გამოვლენა? რომ აღარაფერი ვთქვათ ნაყინის თუ საზაფხულო ფეხსაცმლის არჩევანზე.


ეს არის პიროვნების ფსიქოლოგიური ტესტი!


დააკვირდით სურათს, შეაფასეთ სიტუაცია და გადაწყვიტეთ, რას გააკეთებდით პირველ რიგში. სწრაფად აირჩიეთ და წაიკითხეთ შედეგები!


image


1. გადმოდგამთ ჩაიდანს


ეს თქვენს ვნებიან და საკმაოდ ფეთქბად ხასიათზე მიუთითებს. გადაწყვეტილების სწრად მირებაში ტქვენ ბადალი არ გყავთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერაფერი შეგაჩერებთ. ერთფეროვნება სწრაფად გწყინდებათ, ამავდროულად, სიურპრიზებზე მეტად უსაფრთხოება მოგწონთ. საიმედო გეგმა უკეთესია, ვიდრე მოულოდნელი აღმასვლა - ეს არის თქვენი გზა!


2.უპასუხებთ ტელეფონს


ასეთ არჩევანს აკეთებენ განვითარებული დიპლომატიური უნარების მქონე კონცენტრირებული ადამიანები. თქვენ ხართ ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი, თქვენი ძალა არის ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება და ეს თვისება საქმიანი ადამიანისთვის შეუცვლელია!


ადამიანებთან ურთიერთობა თქვენი ძლიერი მხარეა. ადამიანების ნაკადიდან საჭირო ადამიანებს იჭერთ და გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.


3.აწყნარებთ ატირებულ ჩვილს


თუ პირველი, რასაც აკეთებთ არის პატარას დმშვიდება, თქვენ ხართ რბილი, კეთილგანწყობილი ადამიანი. თქვენს ბუნებაშია, დაეხმაროთ ადამიანებს და ზოგ შემთხვევაში მზად ხართ საკუთარი თავიც გაწიროთ. ოჯახს განსაკუთრებული ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში, ისევე როგორც ადამიანებს შორის კავშირებს.


მარტოობა გაწუხებთ, ამიტომ ყოველთვის გჭირდებათ ვინმე გვერდით. რას აირჩევთ, მყუდრო საღამოს ოჯახთან ერთად თუ ხმაურიან წვეულებას ღამის კლუბში? ვფიქრობთ, პასუხი ვიცით!


4.გააგდებთ თავხედ კატას


თუ ჩქარობთ ავეჯის გადარჩენას შინაური ცხოველის კლანჭებიდან და კბილებიდან, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ: გძულთ არეულობა! როგორც სახლში, ასევე ცხოვრებაში. ყველაფერი, წვრილმანამდე, კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შფოთვის თავიდან აცილება შეუძლებელია.სერიოზულ ყურადღებას აქცევთ მატერიალურ სიმდიდრეს და საზოგადოებაში არსებულ პოზიციას. ხშირად გეძახიან მოსიარულე ენციკლოპედიას და აქ საქმე არა იმდენად ერუდიციაშია, არამედ გამომგონებლობაში. ნებისმიერ სიტუაციაში, თქვენ აშკარად იცით, როგორ მოიქცეთ.


0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0