x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რისი გაკეთება უწევთ მუსლიმ ქალებს ქმრებისთვის გათხოვების შემდეგ
image


მუსლიმი ქალის ცხოვრება იდუმალებით მოცულია, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, სხვა კონფესიის წარმომადგენლებისთვის, და ეს იდუმალება ნაწილობრივ რელიგიას უკავშირდება, ნაწილობრივ კი - პოლიტიკურ მმართველ ელიტას, რადგან ხშირად სწორედ ის განსაზღვრავს ქვეყნის ქალების ცხოვრების წესს და ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი არსებობს, ერთ - ერთი ასეთი შემთხვევა ავღანეთს უკავშირდება, როდესაც თალიბების მმართველობის დროს ქალები სრულიად უუფლებო გახდნენ ან შეგვიძლია ისლამური რევოლუციის შემდგომი პერიოდის ირანი გავიხსენოთ, როდესაც ქვეყნის ყველა ქალი ჩადრით შეიმოსა, თუმცა განსაკუთრებული ადგილი ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში, და განსაკუთრებით კი მუსლიმი ქალისთვის მაინც ცოლ-ქმრულ ცხოვრებას უკავია.



image


რიგი სტერეოტიპების გამო, მიჩნეულია, რომ ისლამში ფართოდ არის გავრცელებული გოგონების ნების საწინააღმდეგოდ გათხოვება და ეს რაღა თქმა უნდა, ასეა და ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს, თუმცა ეს უფრო ხშირად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვასთან სეროზული პრობლემები არსებობს, და ქალები არ არიან ერთადერთი გამონაკლისი, ვინც "უმაღლესი ხელისუფლების" ხელში იტანჯებიან.



image


და კვლავ მუსლიმი ქალების ქორწინების საკითხს რომ დავუბრუნდეთ, რამდენიმე საყურადღებო ფაქტი უნდა აღინიშნოს. მაგალითად, ქალი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს კერძო საუბრებში, მან არ უნდა განიხილოს ოჯახური საკითხები უცხო ადამიანებთან, ინტიმურ საკითხებზე რომ საერთოდ აღარაფერი ვთქვათ. ეს ის სფეროა, რომელშიც მკურნალ ექიმსაც კი ყოველთვის არ ახედებენ, სწორედ ამაში მდგომარეობს მუსლიმი ქალის სავალდებულო მოკრძალების კონცეფციაც.


image


მუსლიმი ქალი აუცილებლად უნდა "ემორჩილებოდეს" ქმარს, რაც ასევე ინტიმურ სფეროსაც ეხება. გარდა ამისა, ითვლება, რომ ქალმა არ უნდა უთხრას ქმარს უარი, თუ ის ფიზიკური სიახლოვის სურვილს გამოთქვამს.



image


მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისლამში ქალი მამაკაცის წინაშე საერთოდ უუფლებოა. თავად "ყურანი" ასევე კაცების მიმართაც საკმარის მოთხოვნებს აყენებს, მაგალითად, სურა 4, აია 19-ში მითითებულია, რომ კაცმა საკუთარი მეუღლე არ უნდა დაჩაგროს, შეურაცხყოს ან დაამციროს. ამგვარად, ქალის პოზიცია ოჯახში ნამდვილად მამაკაცზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ოჯახში, განურჩევლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, თუმცა როცა ორ ადამიანს ერთმანეთი ნამდვილად უყვარს, იქ თავისუფლების შეზღუდვაზე ან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე საუბარიც კი ზედმეტია.


















0
358
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
358