x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134555
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
ჰიტლერი "ჩემი ბრძოლა"-საინტერესო ციტატები
image"ჩემი ბრძოლა" 1925 წლის 18 ივლისს გამოიცა, წიგნში ავტორი თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს. იგი აქტიურად ეხება პირველი მსოფლიო ომის თემასაც, რომელშიც გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კომუნიზმს თვლის, რომელმაც გერმანია 1918 წლის შემოდგომაზე მოიცვა. წიგნში რა თქმა უნდა საუბარია ებრალებზე, რომლებსაც გერმანიის მძიმე მდგომარეობაში ყოფნას აბრალებდა და აღნიშნავდა რომ მათი მიზანია „მსოფლიოს მონოპოლური დაპყრობა" .ქვეყნის გარე მტრებად კი ავტორს დასავლეთის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი მიაჩნდა.

1928 წელს ჰიტლერმა "ჩემი ბრძოლის" მეორე ნაწილი დაწერა, თუმცა აღარ გამოუცია.



გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ციტატას "ჩემი ბრძოლიდან"



***ეგრეთ წოდებული „ინტელიგენცია“, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის ზემოდან უყურებს ყველა ახალჩამოსულს, რომელსაც არ ქონდა იმის ბედი, რომ ყველა სათანადო ხარისხის სასწავლო დაწესებულებები გაევლო და იქ „დატუმბულიყო“ მთელი სათანადო „ცოდნით“. ბოლოს და ბოლოს, როგორც წესი, ჩვენ არ ვეკითხებით, რისთვის არის კარგი ეს ადამიანი, რისი გაკეთება შეუძლია, არამედ გვეკითხებიან, რა საგანმანათლებლო დაწესებულება გაქვს დამთავრებული?"



***გარკვეულ წრეებში პატიოსნება ყოველთვის სიბრიყვედ ითვლება.


***არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მასებს ქალის ხასიათი აქვთ, მათ საქციელს უმეტეს შემთხვევაში გრძნობები განსაზღვრავს და არა გონება, ამასთან ეს გრძნობები მეტად მარტივია, გრძნობები შეიძლება იყვნენ პოზიტიურნი ან ნეგატიურნი, როგორც სიყვარული ან სიძულვილი, მაგრამ არასოდეს არ არიან რთულნი ან შერეულნი..ამაზე დაყრდნობით ინგლისური პროპაგანდა იყო მთლიანი, ეფუძნებოდა წმინდა წყლის სიმართლეს ან ასეთსავე ტყუილს, მაგრამ არასდროს ამ ორი ელემენტის ნარევს...


***აღთქმის შესაძლებლობა მასებს ჩვეულებისამბერ ძალზე შეზღუდული აქვთ, ისინი ასევე სწრაფად ივიწყებენ ყველაფერს, ყოველივე ამის გათვალისწინებით პროპაგანდა წარმატებული რომ იყოს იგი უნდა ემყარებოდეს რამდენიმე ნათელ დებულებას.


***უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი დიდი მიღწევა კოალიციის მიღწევა არ იქნება, ის ფაქტიურად ყოველთვის ერთი კაცის ტრიუმფია.



***ამქვეყნად არ არსებობს ორი მოქალაქეობა, ორი სამშობლო, ორი მიწა და ორი წყალი. ამქვეყნად ყველაფერი ერთია, მათგან კი სამშობლო უპირველესი.


***პატივისცემისა და მხარდაჭერის უფლება აქვს მხოლოდ იმ სახელმწიფო ძალას, რომელიც გამოხატავს ხალხის მისწრაფებებსა და გრძნობებს, ან უკიდურეს შეთხვევაში არ აზიანებს მათ.


***ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის განსხვავდება ცხვრისგან იმით, რომ შეეძლოს აბსოლუტურად ყველაფრის მოსმენა, მაგრამ ამავე დროს საკუთარი დამოუკიდებელი აზრი გამოიტანოს.


***სანამ მე თვითონ არ შევიძინე საკმარისი ცოდნა და არ დავეუფლე საკამათო საკითხებს, სრულიად უიმედო იყო ვინმეს დარწმუნება.


***ტერორი მხოლოდ სიმართლის გზითაა გამართლებული, სიმართლე რომელსაც სამშობლო ჰქვია.


***თავდაპირველად ისინი მივიდნენ ებრაელებთან, მაგრამ მე არაფერი მითქვამს, რადგან მე ებრაელი არ ვარ. შემდეგ ისინი მივიდნენ კომუნისტებთან, მაგრამ მე ისევ არაფერი ვთქვი, რადგან მე ასევე არ ვარ კომუნისტი. შემდეგ ისინი მივიდნენ კათოლიკეებთან, რომლებიც ყოველგვარ იდეას უარყოფდნენ, მაგრამ მე ისევ არ გამიპროტესტებია, რადგან არ ვიყავი ერთ-ერთი მათგანი. ბოლოს ისინი ჩემთან მოვიდნენ, და აი ახლა კი გერმანიას ეყოლება ერთსულოვანი ადამიანები, რომლებიც მას სისხლის უკანსკნელ წვეთამდე დაიცავენ.

1
323
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
323
  
2023, 18 ივლისი, 22:41
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1