x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
15-წლიანი ერთგულების ისტორია, რომელიც გრძელდება - რადიო „პალიტრამ“ იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა
image

რა­დიო „პა­ლიტ­რა“ 15 წლის გახ­და. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბით, სა­დაც ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­სა და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ გუნ­დის წევ­რებ­მა უმას­პინ­ძლეს.


ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა „შატო დე ვე­რე­ში“, სა­დაც სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, რა­დიო „პა­ლიტ­რის“ გუნდს არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში შეხ­ვედ­როდ­ნენ, მო­ეს­მი­ნათ ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა, მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­თა­მა­შე­ბა­ში, მო­ე­გოთ სა­ჩუქ­რე­ბი და სა­ღა­მო დი­ჯე­ის­თან ერ­თად პო­ზი­ტი­უ­რად და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ.

image


image


რა­დიო „პა­ლიტ­რის“ იუ­ბი­ლე­ზე შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თეს „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გოგა თევ­დო­რაშ­ვილ­მა, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და ასე­ვე, „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ ყო­ფილ­მა კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ. მათ მი­მო­ი­ხი­ლეს რა­დიო „პა­ლიტ­რის“ და­ფუძ­ნე­ბის ის­ტო­რია, მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი და მსმე­ნელ­სა და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს ერ­თგუ­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს:

image


„რა­დიო „პა­ლიტ­რას“ ვუ­ლო­ცავ 15 წლის იუ­ბი­ლეს და მინ­და, მსმე­ნელს ერ­თგუ­ლე­ბის­თვის დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. რა­დიო და სრუ­ლი­ად ჰოლ­დინ­გი აუ­ცი­ლებ­ლად ეც­დე­ბა, მსმე­ნელს უფრო მეტი სა­ინ­ტე­რე­სო თოკ-შოუ შეს­თა­ვა­ზოს და უფრო ლაღი, სან­დო და ერ­თგუ­ლი იყოს იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავს“, - გა­ნა­ცხა­და „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გოგა თევ­დო­რაშ­ვილ­მა.


რა­დიო „პა­ლიტ­რას“ იუ­ბი­ლე მი­უ­ლო­ცა წამ­ყვან­მა თამ­თა კვა­რა­ცხე­ლი­ამ, რო­მე­ლიც მსმე­ნელს მისი ეთე­რი­დან უკვე 13 წე­ლია ესალ­მე­ბა:

image


„ყვე­ლას გი­ლო­ცავთ რა­დიო „პა­ლიტ­რის“ 15 წლის იუ­ბი­ლეს და გან­სა­კუთ­რე­ბით ვუ­ლო­ცავ სა­კუ­თარ თავს, რად­გან მისი და­არ­სე­ბის ის­ტო­რი­ი­დან 13 წელი ჩე­მია. მთე­ლი ეს დრო რა­დიო „პა­ლიტ­რის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ და ჩემ­თვის ეს ბევ­რს ნიშ­ნავს. ძა­ლი­ან კარ­გი სა­ღა­მო შედ­გა და მან მარ­თლაც კარ­გად ასა­ხა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ერ­თად დავ­წე­რეთ. მად­ლო­ბა ერ­თგუ­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და თამ­თა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.


ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რი იყო კომ­პა­ნია PSP, რო­მელ­საც რა­დიო „პა­ლიტ­რას­თან“ 15-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ის­ტო­რია აკავ­ში­რებს. PSP-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ნა­თია ხა­ბე­იშ­ვილ­მა მი­ლოც­ვა­ში სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას გა­უს­ვა ხაზი:

image


„რა­დიო პა­ლიტ­რას­თან“ მარ­თლაც მისი და­არ­სე­ბი­დან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ეს არის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა. რაც მთა­ვა­რია, მისი გუნ­დი არის ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ რა­დიო „პა­ლიტ­რას­თან“ და მთელს ჰოლ­დინგთან ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ 15 წლის იუ­ბი­ლეს, რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, თუ მათ ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბას ასე ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებთ“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია ხა­ბე­იშ­ვილ­მა.


ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ: ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი „გუდ­ვი­ლი“, ბრენ­დე­ბი - „გალ­ბა­ნი“ და „პრე­ზი­დენ­ტი“ და კომ­პა­ნი­ე­ბი: „კო­ლორ პაკი“ და „ფა­ვო­რი­ტი“.


ასე­ვე 15-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა „გუდ­ვი­ლის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა გუ­რან­და არ­ჩუ­ა­ძემ:


„ჩვენ პარტნი­ო­რო­ბის თით­ქმის 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვვი­თარ­დე­ბო­დით და ამ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ალ­ბათ ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ და ძა­ლი­ან კარ­გი ის­ტო­რია შევ­ქმე­ნით“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რან­და არ­ჩუ­ა­ძემ.


ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბა­ში მე­დი­ის როლ­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა „კო­ლორ ჯგუ­ფის“ გა­ყიდ­ვე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მა­რი­ამ მუ­ხი­გულ­მა და აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის რა­დიო „პა­ლიტ­რას“ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და:


„რა­დიო „პა­ლიტ­რას“ ვუ­სურ­ვებ ბევრ წარ­მა­ტე­ბას. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად და მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­დე­საც მისი გუნ­დი მარ­კე­ტინ­გულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში იყე­ნებს ჩვენს ინო­ვა­ცი­ებს, მა­გა­ლი­თად, ეტი­კე­ტე­ბის ბეჭდ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 15-წლი­ან იუ­ბი­ლე­ზე, რა­დი­ოს და­არ­სე­ბი­დან - 2008 წლი­დან დღემ­დე, თი­თო­ე­უ­ლი წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ღვი­ნის ეტი­კე­ტებ­ზე სწო­რედ ჩვე­ნი და­ნად­გა­რის - „ინ­დი­გო 20 000“-ის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ვი­ტა­ნეთ“, - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ მუ­ხი­გულ­მა.


image

სა­ღა­მოს სტუმ­რე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი და­ა­წე­სეს კომ­პა­ნი­ებ­მა: PSP, „ლო­ქ­სი­ტა­ნი“, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი „ფარმ­სახ­ლი“, კომ­პა­ნია „ბო­ლე­რო“, ვა­კის სა­ცუ­რაო აუზი, კომ­პა­ნია „ავერ­სი“, სას­ტუმ­რო „სერი“, „აჭა­რა გლემ­ფინ­გი“, სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სი „კოლ­ხი­და“, კლი­ნი­კა „დე­ა­მე­დი“, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი „იმ­პექ­სი“; ბი­უ­თი საქ­სე­სი; კომ­პა­ნია „სან­ტე“, აუ­თლეტ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ნავ­ნე“, დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ბრენ­დი „ური­ა­ჟი“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“, აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა.

image

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბო­ლოს, ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რი სა­ჩუ­ქა­რი გა­ა­თა­მა­შა. იღ­ბლი­ან­მა სტუ­მარ­მა ვა­კის სა­ცუ­რაო აუ­ზის ერ­თწ­ლი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტი მო­ი­გო.

image


გა­თა­მა­შე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რა­დიო „პა­ლიტ­რის“ გუნ­დის წევ­რებ­მა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის ფონ­ზე სა­ზე­ი­მოდ გაჭ­რეს სა­დღე­სას­წა­უ­ლო ტორ­ტი და სტუმ­რებს მი­ლოც­ვის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს.


image

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რა­დიო „პა­ლიტ­რა“ ჰოლ­დინგ „პა­ლიტ­რა მე­დი­ას“ ერთ-ერთი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 2008 წლი­დან მა­უ­წყებ­ლობს.


რა­დიო „პა­ლიტ­რა“ მსმე­ნელს სა­ათ­ში ერთხელ გა­ნახ­ლე­ბად სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს, სა­ავ­ტო­რო თოკ-შო­უ­ებს, შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თობ პროგ­რა­მებს, ასე­ვე, გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას სთა­ვა­ზობს.


მა­უ­წყებ­ლის სა­ე­თე­რო ბადე არის სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. რა­დი­ოს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი თოკ-შო­უ­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბით, ბა­ლან­სით, ობი­ექ­ტუ­რო­ბი­თა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბით. ხოლო შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის მთა­ვა­რი ხიბ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი, რუბ­რი­კე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტე­ბია.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ წელს, რა­დიო „პა­ლიტ­რა“ ტექ­ნი­კუ­რად გა­ნახ­ლდა, შე­იც­ვა­ლა სტუ­დია, გან­ვი­თარ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სი, გა­ნახ­ლდა ვებგ­ვერ­დი, რო­მელ­საც ახა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი და­ე­მა­ტა.


რა­დიო „პა­ლიტ­რა“ თბი­ლის­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში, აგ­რეთ­ვე გუ­და­ურ­ში, ბორ­ჯომ­სა და ბა­თუმ­ში მა­უ­წყებ­ლობს ტალ­ღა­ზე FM 103.9. მისი მოს­მე­ნა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­შიც, რა­დი­ოს „ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დსა და ინ­ტერ­ნეტ­მი­სა­მარ­თზე www.radiopalitra.ge.


ფო­ტო­ე­ბი რადიო „პა­ლიტ­რის“ იუ­ბი­ლე­დან:


#რადიო #პალიტრა #psp #გუდვილი #გალბანი #პრეზიდენტი #კოლორპაკი


R

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0