x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Wolt ქობულეთშია!
image

5 ივლისიდან Wolt-ის სერვისით სარგებლობა უკვე ქობულეთშიც იქნება შესაძლებელი. ქობულეთი საქართველოს რიგით მერვე ქალაქია, სადაც Wolt-მა ოპერირება დაიწყო თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და თელავის შემდეგ.


ქობულეთში მომხმარებელი შეძლებს შეუკვეთოს როგორც ქსელური და ადგილობრივი რესტორნებიდან, ისე სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, ტექნიკის, წიგნების, ყვავილების და მრავალი სხვა მაღაზიიდან თუ სავაჭრო ობიექტიდან.


Wolt-ით ქობულეთში შესაძლებელი იქნება ისეთი რესტორნებიდან შეკვეთა, როგორიცაა: Green Terrace, Smith's Burger, Sazandari, Bora Bora, Afra Cafe BBQ Restaurant, Family Cafe Dinery, Smile, Ok Shawarma, Nakverchkhalze, Princessa, Etnosi, Orovela, Ho!Ra, General Tso, Tony's Burger, Sakura Sushi, Gradusi, Akhali Gemo, Givi's Shaurma Nakverchkhalze, Mzia's Wine House, Wine House Kobuleti, სასტუმრო Georgia Palace-ის რესტორნებიდან - Khatchapuri House, Taittinger Bar, Lobby Lounge, და სხვა. ასევე ქსელური სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან და სხვა მაღაზიებიდან.



ტრადიციულად, ახალ ქალაქში შესვლას Wolt ორ კვირიანი სუპერ აქციით აღნიშნავს - ქობულეთშიც პირველი ორი კვირის მანძილზე, 5-დან 19 ივლისის ჩათვლით, Wolt-ის მომხმარებლები მიტანის სრულიად უფასო სერვისით ისარგებლებენ.


სამომავლოდ კი შეეძლებათ Wolt-ის მომხმარებლები მისი ყველა უპირატესობის და უამრავი სააქციო შეთავაზების გამოყენებასაც შეძლებენ, როგორიცაა ფასდაკლებები, ქეშბექის აქციები, მრავალფეროვანი სპეციალური შეთავაზებები და, რა თქმა უნდა, Wolt+, რომლის გააქტიურებისას მიტანის საფასური ულიმიტო რაოდენობის შეკვეთებზე 0 ლარია.


ასე რომ, ჩამოტვირთეთ Wolt-ის აპლიკაცია და შეუკვეთეთ გემრიელი კერძები, სურსათი, მედიკამენტები და სხვა მრავალი პროდუქტი და მიიღეთ თქვენი შეკვეთა ყველაზე სწრაფად, ახლა უკვე ქობულეთშიც!


******************************************************

Wolt ფინური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ყველაზე მეტად თავისი საკვების მიტანის სერვისის პლატფორმითაა ცნობილი. 2017 წელს ვოლტი 4 ქვეყანასა და 10 ქალაქში ოპერირებდა სკანდინავიის მასშტაბით. დღესდღეობით კი, ჩვენ ვართ 8000+ ადამიანისგან შემდგარი გუნდი 25 ქვეყანასა და 500+ ქალაქში, რომელიც 29 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელს ემსახურება. ასევე, გვაქვს Wolt Market-ის 50+ მაღაზია Wolt-ის ბაზრებზე. პლატფორმის ეკონომიკა მნიშვენლოვნად ცვლის მომხმარებელთა ქცევას რესტორნებთან და საცალო ობიექტებთან დაკავშირების კუთხით, ამიტომ ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ შესაძლებლობას ვიყოთ ინდუსტრიის ლიდერი იმ საოცარი გუნდების მეშვეობით, რომლებიც გლობალურად შევქმენით.


R




0
9
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0