x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსული და ჩინური სადაზვერვო თანამგზავრების ეფექტურობის დასასრული ახლოვდება, აშშ უშვებს რადიოელექტრონული ბრძოლის უახლეს სისტემას
image

ამერიკული იარაღი რომელიც ჩაახშობს რუსულ და ჩინურ მზვერავ თანამგზავრებს, სრულად იქნება მზად მოქმედებისათვის მომავალ 2024 წელს. ამ ეტაპისათვის ამერიკელი სპეციალისტების შფასებით მხოლოდ ჩინეთს ორბიტაზე ჰყავს 700 ერთეული ჯაშუში თანამგზავრი.

კომპანია "L3Harris"-მა საბოლოოდ შესძლო მოეგვარებინა ის ტექნიკური ხარვეზები, რომელიც აღმოაჩნდა რადიოელექტრონული ბრძოლის კოსმოსურ საშუალებას "Meadowlands" და უკვე მომავალ წელს სისტემა მზად იქნება ჩაახშოს რუსული და ჩინური ჯაშუში თანამგზავრების ეფექტურობა.

ახალი სისტემა არ ჰქმნის საინფორმაციო კოსმოსურ "ნაგავს" პოტენციური მტრების ჯაშუში თანამგზავრების სიგნალის ჩასახშობად, არამედ ეს სისტემა შეუქმნის მათ ხარვეზებს ოპერატორებთან და მართვის ცენტრთან კავშირის საშუალებას, თუ საომარი მოქმედებები დაიწყო რუსულ ან ჩინურ მხარესთან ამერიკული, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა მაშინათვე შეუქმნის მოწინააღმდეგის ჯაშუშ თანამგზავრებს პრობლემას, მართვის ცენტრთან ინფორმაციის გაცვლის დასაბლოკად, რაც მოწინააღმდეგეს დატოვებს რეალურ დროში ინფორმაციის მიღების საშუალების გარეშე.


"Meadowlands"-ის პროგრამა შეფასებულია 219 მილიონად და ის იქნება ყველაზე თანამედროვედ მოდერნიზებული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალება, რომლის ადრეულმა ვერსიამ მუშაობა დაიწყო 2020 წელს. ახალი, ზეთანამედროვე სისტემის სამუშაო პროცესში ჩართვა იგეგმებოდა 2021 წელს, მაგრამ გამოცდის პროცესში თავი იჩინა გარკვეულმა ტექნიკურმა პრობლემებმა რომელთა აღმოფხვრასაც დასჭირდა დრო, რის გამოც სისტემის ამუშავება გადაიდო 2024 წლამდე.

ამ ეტაპისათვის არსებული ხარვეზები სრულადაა აღმოფხვრილი და სისტემა 2024 წლის დადგომისთანავე დადგება საბრძოლო მორიგეობაზე.

თუ "Meadowlands"-ის ადრეულ ვერსიებს 14 საყრდენი ჭირდებოდა, რაც მის მომსახურებაში გადაადგილებისას პრობლემებს ჰქმნიდა, ახალი სისტემა დამონტაჟებულია ბორბლებიანი ტრაილერების ბაზაზე და მისი გადაადგილება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, სისტემას ჭირდება მხოლოდ ორი საყრდენი, თავად სისტემაზე დამონტაჟებულია სარადარო "თეფშები" რაც აადვილებს სისტემის სწრაფ გაშლას მოწინააღმდეგის ჯაშუში თანამგზავრებისათვის სიგნალის ჩასახშობად.

"შემცირებული ზომები და გადიდებული გამტარუნარიანობა სისტემას აქცევს მძლავრ იარაღად პოტენციური მტრებისგან მომავალი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად"-აცხადებს უფროსი მეცნიერი ჩარლზ გელბრეტი.

აშშ-ს კოსმოსური დაზვერვის ძალების, კოსმოსური ოპერაციების განყოფილების უფროსის მოადგილის, გენერალ გრეგორი განიონის თქმით, 700 ჩინური თანამგზავრის ნახევარზე მეტი დაკავებულია დისტანცირებული ზონდირების, დაზვერვის, თვალთვალის და რეკოგნოსცირებისათვის


"მათი თანამგზავრების არმადას, რომელიც ამჟამად იმყოფება ორბიტაზე, შეუძლია კვალში ჩაგვიდგეს, შეუძლია დაინახოს ჩვენი მოქმედებები, შეუძლია მიღებული ინფორმაცია რეალური დროით გადასცეს მართვის ცენტრს, რითაც საფრთხე შეუქმნას აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს და თავად აშშ-ს, როგორც სახელმწიფოს, რაზეც შეიძლება ჩვენ სულაც არ გვეფიქრა, რომ არა ჩვენი კოსმოსური ძალების სადაზვერვო თანამგზავრების მიერ მოწოდებული ინფორმაციები"-განაცხადა გენერალმ.

ამერიკელი სპეციალისტები არ მალავენ, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა "Meadowlands"-ის მოდერნიზებული ვერსია 30 ერთეულის რაოდენობით ჩადგება აშშ-ს კოსმოსური უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა ამერიკელი სამხედროები არ ახმოვანებენ ბოლომდე, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია აღნიშნულ სისტემას, რომელსაც აშკარად მეტი შეუძლია ვიდრე მასზე ღიად საუბრობენ.

ბუნებრივია, ნებისმიერი სტრატეგიული მნიშვნელობის საბრძოლო საშუალებაზე სრულ ინფორმაციას არავინ მოგვაწვდის, რადგან ეს იგივეა შეიარაღებულ მტერს ჩაკეტილი კარები გაუღო.

0
271
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
271