x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
21-ე საუკუნეში ლაქტოზის აუტანლობა პრობლემა აღარ არის

image

ლაქტოზა ეს არის რძეში შემავალი შაქარი, რომელსაც თავისი ენერგეტიკული დანიშნულება აქვს, ლაქტოზის აუტანლობა ნიშნავს ორგანიზმში ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტს. ფერმენტი ლაქტაზა მონაწილეობს რძის შაქრის, ლაქტოზის დაშლაში. როდესაც არის ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, რძის შაქარი არ იშლება, რაც იწვევს გარკვეულ კლინიკურ სიმპტომებს. ეს პრობლემა შეიძლება შევაფასოთ, როგორც სინდრომი, მაგრამ თუ არსებობს ლაქტოზის სრული აუტანლობა, რა თქმა უნდა ეს უკვე დაავადებაა, რაც განპირობებულია გენეტიკურად.


რამდენადაა გავრცელებული ამ ფერმენტის დეფიციტი საქართველოში? რა სიმპტომები ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას და რა პროდუქტის მიღებიდან რა პერიოდში იწყება იგი? - ამ და სხვა კითხვებს პედიატრი და ბავშვთა გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე პასუხობს.

image



- რამდენადაა გავრცელებული ამ ფერმენტის დეფიციტი საქართველოში?


- ფერმენტ ლაქტაზას სრული დეფიციტი ძალიან იშვიათია, თუმცა ფართოდაა გავრცელებული მისი ნაწილობრივი დეფიციტის ფორმა. სტატისტიკური მონაცემებით ლაქტოზის აუტანლობა ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს ახასიათებს, აზიური წარმოშობის 40%-ს და ფერადკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს. საქართველოშიც საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია ლაქტოზის აუტანლობა, მაგრამ მოგეხსენებათ კვლევები ძვირი სიამოვნებაა შესაბამისად ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა გვაქვს გარკვეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში ლაქტოზის აუტანლობა მთლიანი მოსახლეობის 30-დან 50 პროცენტამდე მერყეობს.



- რა სიმპტომები ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას და რა პროდუქტის მიღებიდან რა პერიოდში იწყება იგი?


დიარეა, ამოქაფება, ხშირ შემთხვევაში ღებინება, რათქმაუნდა მუცლის შებერილობა. სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია. ინდივიდუალურია ამ სიმპტომების გამოვლენის დროც. ზოგს იგი პროდუქტის მიღებიდან დაუყოვნებლივ ეწყება, ზოგ შემთხვევებში ცოტა მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავს. ძირითადად რძის და მისი პროდუქტის მიღებიდან 2 საათში.

image


- რა ასაკში ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა?


- ლაქტოზის აუტანლობა ვლინდება ჩვილობიდანვე, თუმცა 3-4 წლის ასაკისთვის შეიძლება იგი დარეგულირდეს. არის ხშირი შემთხვევები, როცა ადამიანს მთელი ცხოვრება მიყვება ლაქტოზის აუტანლობა და უჭირთ რძისა და მისი შემცველი პროდუქტების მონელება.


- როგორია გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობის დროს?


- გამოსავალი არის ის, რომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს ლაქტოზის შემცველი პროდუქტი. ყველაზე მეტ ლაქტოზას რძე შეიცავს, რძის შემცველ პროდუქტებში ის ნაკლებია, თუმცა გააჩნია რა ხარისხში აქვს ადამიანს ლაქტოზის აუტანლობა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი ასევე ვერ ინელებს მაწონს და ისეთ პროდუქტსაც კი, როგორიცაა მაგალითად ყველი, რომელიც ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს ლაქტოზას. დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ულაქტოზო რძე, მაწონი... შესაბამისად ამ სინდრომის დროს ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიიღოს ეს პროდუქტები.


image


- თქვენ მაწონი ახსენეთ, არის თუ არა კვებითი ღირებულებით განსხვავებაა ჩვეულებრივ მაწონსა და ულაქტოზო მაწონს შორის?


- არანაირი. ულაქტოზო მაწონიც ისევე შეიცავს ბიფიდო ბაქტერიებს, იმ სასარგებლო ბაქტერიებს, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული მუშაობისთვის, როგორც ჩვეულებრივი მაწონი. ასევე არავითარი განსხვავება არაა მიკროელემენტების კუთხითაც. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ულაქტოზო მაწონი უფრო მსუბუქი მოსანელებელია და არ გვაძლევს დისპეფსიურ მოვლენებს.



R

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0