x
image
ქეთი გაბინაშვილი
ჟან შარდენის გამონათქვამები საქართველოზე

შარდენი ქეთი გაბინაშვილი

  • დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ იმისთანა ქვეყანა არსად არის სადაც შეიძლებოდეს იმისთანა კარგი სანოვაგის შოვნა, როგორც საქართველოში. არც იმისთანა ქვეყანა მოიპოვება სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ.
  • ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა, მთელ ქვეყანაზედაც. იქ არ მინახავს არც ერთი ცუდი სახის ქალი თუ კაცი. ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა. ქალებს უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკულცით დაუსაჩუქრებია, რომ უკეთესს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია, თვალი მოჰკრათ იქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება დახატოთ ქართველის სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა. მშვენიერნი, თვალ-ტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი. იშვიათად ნახავთ რომ ქალი უშნოდ იყოს გასუქებული. მხოლოდ ის აუშნოებს ქართველს ქალს, რომ ფერუმარილს იცხებენ. უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტად იცხებენ უმარილსა და ასე ჰგონიათ ფერ-უმარილი სამკაულია და ისე ხმარობენ, როგორც, მაგალითად, ჩვენში თვალ-მარგალიტსა და კარგ ტანსაცმელსა.
  • ქართველები ბუნებით მეტად ნიჭიერნი არიან, ქართველები სწავლულები და დიდი ხელოვანნი გამოვლენ, რომ სწავლასა და ხელოვნებაში მწვრთნლნი ჰყავდეთ, მაგრამ ძლიერ ცუდად იზრდებიან, ამასთანავე ცუდ მაგალითებსაც ხედავენ. ამის გამო მეტად უცოდნიარნი და ბიწიერნი არიან.
  • ქართველებში ბევრია მზაკვარი, ვერაგი, დაუნდობელი, ცბიერი, ბრიყვი, ამპარტავანი. ქართველებმა საოცრად ურცხვად იციან უარის ყოფა იმისა, რაც უთქვამთ და მოუქმედებიათ. ტყუილი მართლად გამოჰყავთ. რაც ერგებათ შრომისათვის იმას არ სჯერდებიან და მეტის თხოვნა უყვართ. აგრეთვე საქმის გადასხვაფერება. განზრახ სხვანაირად ჩვენება თავისა.
  • ძლიერ იციან ჯავრის ჩატანა და თავის დღეში არ აპატიებენ კაცს დანაშაულს. თუმცა მართალია მალე არ მოსდით ბრაზი და არც უმიზეზოდ დაიხსომებენ ჯავრს.
  • კაპუცინების პრეფექტმა დამარწმუნა, კათალიკოსისაგან გამიგონია, ვინც დიდ დღესასწაულებში, მაგალითად, შობას არ დაითვრება ქრისტეიანად არ ითვლაბა და უნდა განიდევნოსო.
  • ქალებიც ისეთივე ბიწიერნი და ავნი არიან, როგორც მამაკაცები, ქალებს ძალიან უყვართ არშიყობა და ეჭვი არ არის მამაკაცებს ამ უზნეობაში დიდი წვლილი მიუძღვით.
  • ქართველები თავაზიანები არიან, მოსიყვარულე გული აქვთ, თავმომწონენი და თავდაჭერილნი.
  • საქართველოში ყველას აქვს უფლება იცხოვროს თავისი რჯულის ჩვეულებისამებრ, თავისუფლად ილაპარაკოს ამ საგნებზე და დაიცვას მათი შეხედულება. იქ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ოსმალებს, სპარსებს, ინდოელებს, თათრებს, რუსებს, ევროპელებს.
  • სომხები ბევრნი არიან იქ, ქართველებზე მდიდრები არიან, დაბალი მოხელის ადგილები ძირითადად სომხებს უჭირავთ. ქართველებსა და სომხებს ეზიზღებათ ერთმანეთი და არ ნათესავდებიან ერთმანეთში. განსაკუთრებით ძალიან ქართველებს სძულთ სომხები და თითქმის ისე უყურებენ, როგორც ევროპაში ებრალებს.
  • ქართველების ტანისამოსი ჰგავს პოლონელებისას, ქალების ტანისამოსი კი სპარსელებისას ჰგავს.
  • ქართველები სპარსელებს ბაძავენ ჯდომაში, წოლაში, ჭამა-სმაში.
  • მებატონეებს ძლიერ დიდი უფლება აქვთ ყმებზე. რამდენსაც უნდა იმდენს ამუშავებენ ყმებსა და არც ჯამაგირს და არც საზრდოს არ მისცემენ. მებატონეებს ხელი მიუწვდებათ, ყმების ცხოვრებასა, ქონებასა და სიცოცხლეზეც კი.
  • თბილისში სრულიად არ არის მეჩეთი. თუმცა ეს ქალაქი მაჰმადიანურ სხელმწიფოს ეკუთვნის და როგორც ამ ქალაქს, ისე მტელ მხარესაც მაჰმადიანთა მეფე განაგებს. სპარსები ბევრსა ცდილან, ბევრჯერ კიდეც დაუწყიათ მეჩეთის მშენებლობა, მაგრამ ვერ დაუსრულებიათ. ქრისტიანები მაშინვე იარაღს ხელში იღებდნენ, არეულობას აწყობდნენ, შენობას ანგრევდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მის ამშენებლებს. საქართველოს მეფეებს გულში ძლიერ უხაროდათ ხალხის ამგარი ამბოხება, თუმცა თავს ისე აჩვენებდნენ, ვითომ არ მოსწონათ ამგვარი საქციელი. მეფეები თუმცა ქრისტიანობას გადაუდგებოდნენ და მაჰმადიანობის გავრცელებას ეხმარებოდნენ, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ ჩადიოდნენ, რომ მეფობა მოეპოვებინათ. გული კი ისევ ქრისტიანობისკენ ჰქონდათ.
  • ქართველები გაუტეხელი და მამაცი ხალხია. ესენი თავგანწირულად იცანევ თავიან თავისუფლებას. სპარსელები ვერ ბედავენ სრულებით ხელი ჩასჭიდონ ქართველებსა და ნებას აძლევენ დაიცვან თითქმის ყველა გარეგანი ნიშნებიც კი თავისი რჯულისა, ყველა ეკლესიის თავზე გაკეთებულია ჯვარი, სამრეკლოში კიდიან ზარები. ზარებს რეკავენ ყოველთვის საქვეყნოდ და მოურიდებლად ყიდიან ქუჩაჩი ღორის ხორცსა და ღვინოს. სპარსელებს გული მოსდით და უნდათ აუკრძალონ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი გაუწყვიათ.
  • 0
    254
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
    ქეთი გაბინაშვილი
    254
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0