x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 72-ე ბრიგადის მეთაურის განცხადებით, ის პრიგოჟინის ბრძანებით დააკავეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

image რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ქაოსმა, რომ დაისადგურა ამაზე 71-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ რომან ვინივიტინის განცხადებაც ადასტურებს.

პრიგოჟინის მიერ დაფუძნებული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერსა" და აღნიშნულ ბრიგადას შორის სიტუაცია ისე დაიძაბა, ბრიგადის მეთაურის თქმით მან ბრძანება გასცა ცეცხლი გაეხსნათ "ვაგნერელების" მანქანისათვის, მიზეზად კი დაასახელა "ვაგნერელების" მიერ ბრიგადის კუთვნილი ტექნიკის და საბრძოლო მასალის გატაცება, ძალადობა ბრიგადის მებრძოლებზე, მათ შორის სექსუალური სახის ძალადობაზე რის შემდეგაც ერთმა მებრძოლმა 72-ე ბრიგადიდან თავი მოიკლა.

პრიგოჟინი ვიდეო მიმართვისას აცხადებდა, რომ აღნიშნულმა მექანიზებულმა ბრიგადამ ის პოზიციები უომრად დაუთმო უკრაინელებს, სადაც "ვაგნერმა" 500 მებრძოლი დაკარგა.
თავად ვინივიტინი აცხადებს, რომ ეს მტკნარი სიცრუეა: "ვაგნერელები" თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების მებრძოლებს ისე ექცევიან, როგორც ბატონყმობის დროს ბატონები ექცეოდნენ ყმებს, სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ურთიერთობის დაძაბვა ჩვენს შორის"-განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა.
მისი თქმით პრიგოჟინმა მისი ბრიგადა პოზიციების თვითნებურად დატოვებაში და "ვაგნერელებისათვის" შეტევის მიმართულების დანაღმვაში დაადანაშაულა, რასაც ვინივიტინი სრულ აბსურდს უწოდებს.
"მე უშუალოდ პრიგოჟინის დავალებით დამაკავეს "ვაგნერის" ოფიცრებმა მანქანით ჩემს მებრძოლებთან ერთად მიმავალი, წამიყვანეს თვალახვეული და ჩამაგდეს სადღაც, ბნელ სარდაფში, სადაც მცემდნენ და სექსუალური სახის ძალადობის მუქარით ჩამაწერინეს ვიდეო მიმართვა, სადაც "ვაგნერელებს" ბოდიშს ვუხდიდი.
მე მაიძულეს ეს გამეკეთებინა", ახლა კი როცა მე პრიგოჟინის ხალხმა გამანთავისუფლა ღიად ვაცხადებ: "ვაგნერელები" თავდაცვის სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის და გენერალური შტაბის დისკრეტირებისათვის მოქმედებდნენ ჩემი და ჩემი ბრიგადის მიმართ ამგვარად".

ბრიგადის მეთაურმა უკვე გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი შოიგუს და მისგან რეაგირებას ელის.

როგორი მდგომარეობა უნდა იყოს რუსულ ჯარში, კერძო სამხედრო კომპანია თვითნებურად უწყობდეს ჩასაფრებას ბრიგადის მეთაურს და იტაცებდეს, თან გაუპატიურების მუქარით აწერინებდეს ვიდეოს, სადაც ის ბოდიშს უხდის "ვაგნერელებს".

ცნობილია ასევე, რომ ბელგოროდში ტყვედ ჩავარდნილი "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მეთაურმა პრიგოჟინს შესთავაზა ვინივიტინში გაცვლა შესთავაზეს, რაზეც პრიგოჟინმა უარი განაცხადა.

ბრიგადის მეთაურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ჯერჯერობით პრიგოჟინს განცხადება არ გაუკეთებია.




ზედა ვიდოს სანახავად დაკლიკეთ "Посмотреть на YouTube "!

72-ე ბრიგადის უკვე ყოფილი მეთაურის განცხადება "ვაგნერელებზე" განთავისუფლების შემდეგ.




0
70
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
70