x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ნაბრძოლი კიდევ ერთი რუსი ოფიცერი დაიღუპა

image მართალია ახალი ამბავი არაა, მაგრამ როცა ოკუპანტების არმიას გამოცდილი კადრი აკლდება ჩვენთვის, ოკუპანტი ქვეყნის ოფიცრის დაღუპვა დიდად სამწუხარო ვერ იქნება.
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 56-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ოფიცერი, გვარდიის კაპიტანი ალექსი პავლენკო დაიღუპა.
ალექსი პავლენკომ ჩეჩნეთის ომის დროს მიიღო საბრძოლო ნათლობა და საბრძოლო გამოცდილებაც იქ შეიძინა, როგორც სადესანტო ჯარების რიგითმა მებრძოლმა. ომის დამთავრების მერე დაამთავრა რიაზანის სამხედრო სასწავლებელი, მიიღო ოფიცრის წოდება და ამჯერად საქართველოში გაემართა ქართული დანაყოფების წინააღმდეგ საბრძოლველად.
სამაჩაბლოში ბრძოლის შემდეგ მისი დანაყოფი გადაისროლეს მუდმივი დისლოკაციის ადგილზე კამიშინში.
საბრძოლო მოქმედებები დასრულდა, მაგრამ საბრძოლო დანაყოფებში საბრძოლო მომზადების ასამაღლებლად მუდმივად მიმდინარეობს წვრთვნები.
ერთერთ ასეთი საბრძოლო მომზადებაში მონაწილეობას კაპიტანი პავლენკოც იღებდა სხვა ოფიცრებთან ერთად, ჯარისკაცებს ასწავლიდნენ სანგრიდან საბრძოლო ხელყუმბარის გადაგდებას პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით.
ჯარისკაცების დიდმა ნაწილმა გაიარა მომზადების კურსი, წვრთვნების დასრულებისას პავლენკოსთან ერთად სანგარში მყოფმა ჯარისკაცმა არასწორი ტრაექტორიით მოისროლა ხელყუმბარა, ხელყუმბარა სანგრის წინ მდებარე მიწაყრილს მოხვდა და რიკოშეტით უკანვე ჩამოვარდა სანგარში.
კაპიტანმა სცადა ხელყუმბარა აეღო და გადაეგდო, თუმცა ამაში შეშინებულმა ჯარისკაცმა შეუშალა ხელი, კაპიტანი მიხვდა, რომ გაქცევას ვერ მოასწრებდა, ხელყუმბარის მსროლელი ჯარისკაცი წააქცია და ზედ გადაეფარა, "ფ1" ტიპის ხელყუმბარის ნამსხვრევებმა ოფიცერი ადგილზევე მოკლა, ჯარისკაცი კი მცირედი დაზიანებებით გადარჩა.

Капитан Алексей Павленко
კაპიტანი ალექსი პავლენკო

დაღუპულის ოჯახმა მომხდარი ფაქტის შესახებ სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემიდან შეიტყო.
მიცვალებულის დაღუპვიდან რამდენიმე დღეში მისი დედა მივიდა ალექსის სამხედრო ნაწილში N74507-ში მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მისაღებად საჭირო საბუთების მისაღებად.
სამხედრო ნაწილში მას განუცხადეს, რომ საჭირო იყო კომისარიატში მისვლა. სამხედრო კომისარიატში მისული დედის თხოვნას უგულისყუროდ მოეკიდნენ, მას უთხრეს მისულიყო იმ ნაწილში, სადაც დაიწყო სამხედრო სამსახური მისმა შვილმა. კაპიტნის დედას მოუწევდა თითქმის 2 000 კილომეტრის გავლა იმ სამხედრო ნაწილამდე, სადაც დაიწყო სამხედრო სამსახური მისმა შვილმა, რისი ფინანსური საშუალებაც მას არ გააჩნდა და მან დახმარებისათვის მიმართა ადგილობრივ პრესას და მედიას, რომელთა დახმარებითაც დაღუპული კაპიტნის დედას მიეცემა პენსია, როგორც მარჩენალდაკარგულს.
დაღუპულის ოჯახისათვის კაპიტნის ბრიგადის მეთაურებს მადლობის დეპეშაც კი არ გაუგზავნიათ.

0
354
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
354