x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო წვრთვნების-"ღირსეული პარტნიორი 2018"-ის ანალიზი

image საქართველოში დამთავრდა მრავალეროვანი სამხედრო წვრთვნები "ღირსეული პარტნიორი 2018"-ი, სადაც "ნატოს" ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ "ნატოს" პარტნიორი ქვეყნების სამხედრო დანაყოფებიც.
სამხედრო სწავლება საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქართველო წვრთვნებში წარმოდგენილი იყო I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის "ბრავო" ასეულით.
უკრაინა წარმოდგენილი იყო-უკრაინის შეიარაღებული ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითების ასეულით.
წვრთვნები ითვალისწინებდა საცეცხლე მომზადებას, სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შეთანხმებულ მოქმედებას, მომზადების მაღალი დონის ჩვენებას და შეთანხმებულ მოქმედებებს დასახული ამოცანების შესასრულებლად.
ვაზიანის პოლიგონზე წვრთვნების მონაწილეებმა დაამუშავეს ტაქტიკური მომზადების ელემენტები "ნატოს" სტანდარტების ფარგლებში.
დანაყოფებმა დახვეწეს შეთანხმებული ურთიერთქმედება ქალაქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების რეჟიმში, განახორციელეს ობიექტების შტურმი ვერტმფრენებიდან დესანტის ჩამოსხმით, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან დაჭრილების ევაკუაციით, ასევე მოწინააღმდეგის მიერ აყვანილი მძევლების განთავისუფლების და უსაფრთხო ადგილზე გაყვანის ოპერაციები.
წვრთვნების დანიშნულება იყო, "ნატოს" წევრი ქვეყნების და "ნატოს" პარტნიორი ქვეყნების სამხედრო დანაყოფების კოორდინირებული მოქმედებები საბრძოლო მოქმედებებში.
როგორც წვრთვნების ქართული მხარის ხელმძღვანელმა, გენერალმა შავლეგ ტაბატაძემ განაცხადა: "წვრთვნების ფინალური ნაწილი ითალისწინებდა მრავალეროვანი დანაყოფების მიერ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებას.
საბრძოლო ოპერაციები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, წვრთვნების პირველ ეტაპზე მიღებულმა გამოცდილებამ ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებებზე, დასკვნით ნაწილში განსაკუთრებით იჩინა თავი".
ნორიოს სამთო ქედის რელიეფში ჩატარებული მოქმედებები კი ითვალისწინებდა-მთიანი ადგილების დაცვას პირობითი მოწინააღმდეგისაგან და მათ განადგურებას.
გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას აღნიშნული წვრთვნებიდან.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












4
64
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
64
  
2018, 23 აგვისტო, 16:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 23 აგვისტო, 12:07
დრო გვინდა ინდიქტო და აუცილებლად შევალთ "ნატოში", მერკელის ვიზიტიც ამას ემსდახურება.
2018, 23 აგვისტო, 6:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4