x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როცა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია, თავდაცვის ბიუჯეტი 1,4 მილიარდი ლარით არ უნდა იფარგლებოდეს

image
ცნობილი ფრთიანი ფრაზაა: "გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის". ომისკენ არავის მოვუწოდებ, რადგან ვინ ვინ და ჩემზე კარგად არა მგონია ბევრმა იცოდეს თუ რას ნიშნავს ომი, მით უფრო შენივე ქვეყნის ტერიტორიაზე.
სამწუხაროდ ჩვენი არმიის შეიარაღება რეგიონში ყველაზე სუსტად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მებრძოლები ყოველთვის მომზადების მაღალი უნარით და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან, კარგად შეიარაღების გარეშე ქვეყნის არმია ვერანაირად ვერ შეასრულებს დასახულ ამოცანებს.
მომავალი წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი განისაზღვრა 1, 4 მილიარდ დოლარად რაც ვფიქრობ მიზერულ მოთხოვნებსაც კი ვერ დააკმაყოფილებს.
ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება მუდმივად უნდა ზრდიდეს შესაძლებლობის ფარგლებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
უკრაინაში მიმდინარე ომმა საკმაოდ გამოაფხიზლა ევროპა და ამერიკა, რის შედეგადაც დასავლეთი უკვე შეშფოთება-აღშფოთების რეჟიმიდან გამოვიდა და რეალური სამხედრო დახმარების უზარმაზარ პაკეტებს აწვდის უკრაინას.
ამ დროს რას ვაკეთებთ ჩვენ? ვლანძღავთ დასავლეთს იმ მოგონილი მიზეზით, თითქოს დასავლეთმა მოგვთხოვა გაგვეხსნა რუსეთის ზურგში მეორე ფრონტი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

მართალია ვერავინ დებს მტკიცებულებას იმისა, რომ დასავლეთმა გვთხოვა თუ მოგვთხოვა ამისი გაკეთება, მაგრამ "ტაშტი დავარდა, ხმა გავარდაო"-ბევრმა დაიჯერა, რომ დასავლეთი ომის დაწყებისკენ მოგვიწოდებდა.
არა და 2008 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იმისთვის ჩამოვიდა საქართველოში, რომ პირადად გაეფრთხილებინა საქართველოს ხელისუფლება რუსეთიდან მომდინარე პროვოკაციაზე სამაჩაბლოში და ხელისუფლება გააფრთხილა, არ აჰყოლოდა პროვოკაციებს რუსეთის მხრიდან.

სამწუხაროდ გამართლდა რაისის სიტყვები და რუსეთმა ფართომასშტაბიან ომში ჩაგვითრია, რასაც 5 დღიანი ომი, მსხვერპლი, ახალი დევნილები და ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით გამუდმებით უნდა ვთხოვდეთ შეიარაღებას დასავლეთს და მოვეშვათ უაზრო და აბსურდულ "აბა ომი გინდათ"-ის ძახილს.
რა, ახლა არა ვართ ომში? კვირა არ გავა ქართველი ან ზოგადად საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

ეკლესიაში ასული ყოფილი სპეცრაზმის მაიორი სამაჩაბლოში ახლახანს მოგვიკლეს, აგერ ორიოდე დღის წინ გალში უბრალო შელაპარაკების გამო გალის მილიციის აფხაზმა თანამშრომლებმა ქართველი ცემით მოკლეს და უსირცხვილოდ განაცხადეს, დაკავებული იყო და თვითდაზიანება მიიყენა რის გამოც დაიღუპაო.

მე არც წინა ხელისუფლებას მივსტირი და არც არსებულის "დაკრულზე ვცეკვავ", მაგრამ წინა ხელისუფლების დროს სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები ამას ვერ გაბედავდნენ, რადგან ქართული სპეცსამსახურები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ეგრევე სჯიდნენ დამნაშავეებს.
აფხაზეთში სისასტიკით ცნობილი აფხაზი საველე მეთაურები, სათითაოდ გაანადგურა ქართულმა სპეცსამსახურებმა, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეების უდიდესი ნაწილი ლიკვიდირებულია.
დივერსია არაა ტერაქტი, როცა შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია სრული უფლება გაქვს განახორციელო დივერსიული სახის ოპერაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ამას ჭირდება ხელისუფლების ნება და არა კუსავით საკუთარ "ბაკანში" დამალვა.
სამწუხაროდ ცოცხალი არაა პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა, რომელმაც უკრაინული ქალაქის, მარიუპოლის დაცვას შესწირა თავი, რომან შამათავა დიდწილად გამოგონილი ბრალდებებით იხდის სასჯელს და სეპარატისტები დაუსჯელად დათარეშობენ.
რა გარანტიაა დაუცველ საზღვარზე, რომ არ გადმოვლენ და ბევრად დიდი რაოდენობით არ გაიტაცებენ ადგილობრივ მოსახლეობას? მე თქვენ გეტყვით და დანაღმულია პერიმეტრი და ვერ გადმოვლენ.

პარლამენტარებისთვის ხელფასების გაზრდას, ბოლო მოდელის ჯიპების ყიდვას მუნიციპალური სამსახურებისათვის ჯობდა, ქართული არმიის გაძლიერებისათვის მოგვეხმარებინა ამხელა თანხები.
მე არ ვემხრობი შეთქმულების თეორიას, თითქოს ყოველივე ამას რუსეთის დაკვეთით აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ არც ასე მდუმარებაში ყოფნა ვარგა, მით უფრო როცა ეს გამოსავალი არაა. მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ჩვენ კი ოკუპანტ სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლა აღვადგინეთ, სავიზო რეჟიმი არა გვაქვს და რაც, ყველაზე უარესია ეკონომიკურად სრულიად ჩამოკიდებული ვართ რუსეთზე.

გაზარდეთ ბატონებო თავდაცვისათვის ბიუჯეტის ფული, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან რეგიონში ბევრად მასშტაბური ცვლილებებია მოსალოდნელი და საშიშროებაც გაიზრდება, რადგან ოჩამჩირეში რუსეთმა დაიწყო შავი ზღვის ფლოტის ყირიმიდან ოჩამჩირეში გადმოყვანამ რასაც აუცილებლად მოჰყვება უკრაინული დრონების თავდასხმა ოკუპირებულ, მაგრამ ქართულ ტერიტორიაზე.

0
111
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
111