x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„არ მინდა ბიჭებმა ერთ დილას გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ  დედამისი გარდაიცვალა ზედოზირებით“-ყოფილი ქმარი ბრიტნი სპირსზე
image

ბრიტნი სპირსის ნათესავებმა განაცხადეს, რომ მომღერალი კვლავ ნარკოტიკებს იღებს. ვარსკვლავის ყოფილი ქმარი კევინ ფედერლაინი ვარაუდობს, რომ იგი მეტამფეტამინზე ზის.


არტისტის ყოფილი ქმარი შიშობს, რომ ნარკომანიამ შეიძლება მოკლას ბრიტნი, როგორც ეს დაემართა პოპ-ვარსკვლავ ემი უაინჰაუსს. სპირსთან დაახლოებული პირების წუხან და განგაშის ზარს სცემენ.




„ვშიშობ რომ იგი მეტამფეტამინზეა - ვლოცულობ, რომ ვინმემ უთხრას ამის შესახებ და გამოფხიზლდეს. საშინელებაა. ის ჩემი ბიჭების დედაა“, - ციტირებს Daily Mail-ი ბრიტნის ყოფილი ქმრის სიტყვებს.



ვარსკვლავის ყოფილი მეუღლის თქმით, სწორედ ნარკოტიკების გამო ამბობენ უარს შეხვდნენ დედას, ბრიტნის ვაჟები, 17 წლის პრესტონი და 16 წლის ჯეიდენი მას შემდეგ, რაც მომღერალს შვილებზე მეურვეობა ჩამოართვეს, სპირსის ვაჟები მამასთან ერთად ცხოვრობენ. ბიჭები ამტკიცებენ, რომ ნახეს, როგორ მიუტანეს დედას სახლში აკრძალული ნარკოტიკები.

image

„არ მინდა ბიჭებმა ერთ დილას გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ დედამისი გარდაიცვალა ზედოზირებით“, - ამბობს ფედერლაინი.


მომღერლის ვაჟებმა გადაწყვიტეს აღარ შეხვედნენ დედას, რამდენიმე შემაშფოთებელი შემთხვევის შემდეგ.


ერთ დღეს, როცა ბიჭები დედის სახლში იმყოფებოდნენ, დაინახეს, რომ ის შუაღამისას იდგა ჯეიდენის საძინებლის კართან სამზარეულოს დანით ხელში.


"ის იქ იდგა დანით", - უთხრა ჯეიდენმა მამას.


ბრიტნის შვილები დარწმუნებულები არიან, რომ მას სპეციალისტების დახმარება სჭირდება. ისინი დედას ტელეფონით ელაპარაკებიან, მაგრამ კატეგორიულად უარს ამბობენ მასთან შეხვედრაზე.

0
343
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0