x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გერმანული ტანკების "ლეოპარდი" მწარმოებელმა კომპანიამ Rheinmetall წარმოადგინა დრონი რომელიც დრონ-კამიკაძეებს ისვრის

image
ომის წარმოების ტრადიციული ეპოქა წარსულს ჩაბარდა, დადგა ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქა და ეს უპირველესად დრონებს ანუ უპილოტო საფრენ აპარატებს ეხება.


სირიაში, ერაყში, ავღანეთში, აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღში და ახლა უკვე უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა უამრავი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დააფიქრა და შთააგონა ახალი ტიპის და ეფექტურობის დრონები შექმნან. დრონი-კამიკაძეები უკვე აღარავის უკვირს.

უკრაინაში არცთუ ძვირადღირებულ კვადროკოპტერებზე დაიწყეს ნაღმების დამჭერი მოწყობილობის დამონტაჟება და უკრაინელი სამხედროები საოცარი სიზუსტით ანადგურებენ რუსეთის არმიის ცოცხალ ძალას და მძიმე ტექნიკას ზუსტად ჩამოგდებული ნაღმებით, ხელყუმბარებით თუ ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნების ყუმბარებით.

ლეგენდარული გერმანული ტანკის "ლეოპარდის" მწარმოებელმა კომპანიამაც შექმნა მზვერავი დრონის "Luna NG"-ს მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც 8 დრონ-კამიკაძეს ისვრის არჩეული სამიზნეებისკენ.


გერმანული სადაზვერვო დრონის ფრთების განშლა 5 მეტრია, ცაში შეუძლია 12 საათის მანძილზე ფრენა ან დაკიდება, 100 კილომეტრის რადიუსში შეუძლია რეალურ დროში მაღალი ხარისხით მიაწოდოს ფოტო და ვიდეო კადრები მართვის ცენტრს, გარდა ამისა გააჩნია ჩახშობის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც დრონსაწინააღმდეგო იარაღის მიერ გაშვებულ ჩამხშობ სიგნალს მართვის ბლოკში, საჭირო სიხშირის უსწრაფესი ცვლილებით პასუხობს და ამ მხრივ პრაქტიკულად სრულიად დაცულია. გერმანული დრონის კონცეპტუალური დრონი იყენებს ებრაული წარმოების კვადროკოპტერ-კამიკაძეს "Hero R"-ს, რომელსაც ებრაული კომპანია "UVision"-ი აწარმოებს.
.

0
119
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
119