x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კახოვკის კაშხლის აფეთქებით რუსეთმა ხელები გაუხსნა უკრაინას, სარაკეტო იერიში მიიტანოს რუსეთის სიღრმეში
image კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებამ უზარმაზარი პრობლემა შექმნა, საბედნიეროდ ამ ეტაპზე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს არაფერი არ ემუქრება, რადგან წყალი საშტატო რეჟიმში მიეწოდება ატომური რეაქტორების გასაცივებლად, მაგრამ კაშხლის აფეთქება, მოსახლეობას შეუქმნა საფრთხე, აფეთქებიდან რამდენიმე წუთში წყლის დონემ 2, 5 მეტრით მოიმადა ქვედა მიმართულებით და მისმა სიმაღლემ რიგ ადგილებში 5 მეტრ სიმაღლესაც კი მიაღწია, წყალმა წალეკა ხერსონის კუნძულებზე მდგარი კერძო სექტორის სახლები, საბედნიეროდ მოსახლეობა დროულად იქნა ევაკუირებული.



რუსეთი კაშხლის აფეთქებაში ბრალს დებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, იშველიებს რა უკრაინის გენშტაბის უფროსის სტრატეგიას-"მინიმალური მსხვერპლით, მაქსიმალური შედეგის დადება.


ზალუჟნი არ მიეკუთვნება "სალდაფონი" გენერლების კატეგორიას, მან ლიმანში რუსული დანაყოფების დიდ ნაწილს საშუალება მისსცა გაეკეთებინათ არჩევანი-დჩაბარებოდნენ უკრაინელებს ტყვედ ან დაეტოვებინათ ტექნიკა და შეიარაღება და გასულიყვნენ გამოყოფილ დერეფანში. ბევრი დანებდა, ბევრმაც იარაღი დაყარა და გამოყოფილი დერეფნით ისარგებლა.



რუსების თქმით კაშხლის აფეთქებამ დაარტყა დნეპრის მეორე ნაპირზე მყოფ რუსულ დანაყოფებს, რადგან წყლის ძლიერმა ნიაღვარმა წალეკა ყველაფერი რაც კი წინ დახვდა, წყლის უმძლავრესმა ნაკადმა ასევე დნეპრზე მიყოლებით ააფეთქა რუსული ნავსაწინააღმდეგო ნაღმები რომელთა დახმარებითაც იცავდნენ დნეპრის მეორე ნაპირზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისაგან თავს.

პრაქტიკულად რუსული დანაყოფები რჩებიან სახმელეთო ლოჯისტიკის გარეშე, უწყლოდ რჩება მთელი ყირიმი, ისმევა კითხვა: აწყობდა მოვლენების ამგვარი გნვითარება რუსეთს?



ბუნებრივია აწყობდა, რადგან ამგვარი ტერორისტული აქტით საკმაოდ დიდი ხნით გადადო დნეპრის ფორსირება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, პრაქტიკულად დნეპრის ის მხარე, სადაც ამჟამად რუსი აგრესორები იმყოფებიან იქცევა გაუვალ ჭაობად, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენება პრაქტიკულად სრულად შეიზღუდება.


გარდა ამისა უკრაინულ მხარეს უჩნდება უზარმაზარი პრობლემა-მოახდინოს ათასობით ადამიანის ევაკუაცია, რეგიონი რჩება შუქის გარეშე.


წყლის ფართო მასის გადინების გამო უკრაინული არტილერიის გაშლა უბრალოდ ვერ მოხერხდება დნეპრის მეორე მხარის მიმართულებებზე, უკრაინა ვერ გამოიყენებს ამერიკულ საპატრულო კატარბს, რომელიც გადასცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, სხვადასხვა მოდიფიკაციით. საუბარია სწრაფმავალ საკმაოდ კარგად შეიარაღებულ კატარღებზე, რომლებსაც ეფექტური ბრძოლის წარმოება შეეძლოთ დნეპრის მეორე მხარეს მყოფი რუსი აგრესორების წინააღმდეგ.



აი როგორ ვითარდებოდა მოვლენები კახოვკის კაშხლის აფეთქების მომენტიდან.

imageimageimageimageimageimageimage
ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს ორჯერ იქნა კახოვკის კაშხალი აფეთქებული, პირველად საბჭოთა ჯარებმა ააფეთქეს უკანდახევისას 20:00-20:30 18 августа 1941 წლის 18 აგვისტოს საღამოს საათებში ააფეთქეს კაშხალი, აფეთქდა მდინარე დნეპრზე გადბული ხიდი, სადაც დაიღუპა ხიდზე მიმავალი კოლონები სრულად, წყლის 13 მეტრიანმა ტალღამ გერმანელულ ნაწილებს წარმოუდგენლად დიდი დანაკარგები მიაყენა, მაგრამ ასევე ძალიან დიდი მსხვერპლი გამოიწვია საბჭოთა ჯარების იმ დანაყოფებში, რომელიც იმ დროისათვის გერმანულ დანაყოფებთან ბრძოლაში იყვნენ ჩართული.



გერმანელი ოფიცერი გაჰყურებს აფეთქებულ კაშხალს.
image
ოფიციალური ციფრები დაღუპულებზე დღემდე არაა, ისტორიკოსებს მოყავთ განსხვავებული ციფრები 20 ათასიდან 100 000 მებრძოლამდე, თავად გერმანელებმა განაცხადეს, რომ კაშხლის აფეთქების გამო დაკარგეს 1500 მებრძოლი რაც ნაკლებადაა დასაჯერებელი, რადგან გაშლილ ფრონტზე გერმანელების დანაყოფების სიმცირე ნამდვილად არ იყო, წყლის დონემ კი ზაპოროჟიეც კი დატბორა ნაწილობრივ.



მეორედ აღნიშნული კაშხალი უკვე გერმანელებმა ააფეთქეს უკანდახევისას, 1943 წლის შემოდგომაზე მათ მოუწიათ მათივე აგებული კაშხლის აფეთქება საბჭოთა ჯარეის წინსვლის შესაჩერებლად.




უახლოესი დღეები გვიჩვენებს რუსებმა ამ ტერაქტით ზაპოროჟიეზე კონტრშეტევა ჩაშალეს თუ უკრაინელებმა დნეპრის მეორე მხარე მყოფებს ამით მოუსპეს კონტრშეტევაზე გადასვლის ყველა საშუალება, ამასთან ერთად ყირიმი დატოვეს სასმელი წყლის გარეშე.


დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, პირადად ბახმუტის მიმართულებაზე ველოდები რუსების ქვაბულში მოქცევას და მათ "დაუთოებას".



0
135
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
135