x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინულმა დრონმა კრასნოდარში ააფეთქა ნავთობსადენის ტერმინალის ნაწილი რომელსაც ""Бук-М3"" იცავდა
image
იმის თქმა, რომ რუსეთს სამხედრო პოტენციალი და რესურსი ამოეწურა სრული იდიოტობა იქნებოდა, მართალია მძიმე ტექნიკის და ავიაციის მხრივ უმძიმესი დანაკარგები განიცადა, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ჯერ კიდევ ბლომად აქვს, ისევე როგორც ჯერ კიდევ სსრკ-ს დაშლიდ პერიოდში მოკავშირე რესპუბლიკებიდან ან ევროპის ქვეყნებიდან გამოზიდული ზალპური ცეცლის რეაქტიული სისტემები და მათი რაკეტები.



რუსეთს პრობლემა აქვს პროფესიული კადრების და სხვადასხვა ტიპის შედარებით თანამედროვე რაკეტების წარმოებაში, რადგან საჭირო ელექტრონიკას თავად ვერ აწარმოებს, მარაგ დეტალებს მიკროსქემების სახით კი სანქციის გამო არ აწვდიან.



რუსებს ზოგადად უყვართ ნებისმიერ საბჭოთა/რუსულ ტექნიკას "მსოფლიოში უანალოგო" უწოდონ, მაგრამ ამ "უანალოგოებს" უსერიოზულესი "იაღლიშები" მოსდით.


გუშინ უკრაინულმა დრონმა კრასნოდარში დაარტყა და ხანძარი გაუჩინა ნავთობგადამამუშავებული ქარხნის ერთერთ ტერმინალს, სადაც მაზუთი ინახებოდა შემდგომი გადამუშავებისათვის.




განსაკუთღებული მთელ ამ ისტორიაში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი რამ-ქარხანას იცავდა რუსული შედარებით თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რამდენიმე კომპლექსი "Бук-М3", რომელთა რადიოსალოკაციო სადგურებს 9С18М3 მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით არ უნდა გაჭირვებოდათ დრონის აღმოჩენა, ვერ აღმოაჩინეს უკრაინიდან კრასნოდარამდე მოფრენილი დრონი, რასაც ალბათ "სამხრეთის" რუსული საარმიო დაჯგუფების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამეთაურო შემადგენლობის "აწიოკება" მოჰყვება.
imageimage
ობიექტს 90-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადა იცავდა, რომელთა "Бук-М3"-ის რამდენიმე კომპლექსი დგას ოკუპირებულ აფხაზეთში, მათ შორის გუდაუთაში მეშვიდე ბაზაზე, რომელიც "ბომბორას" აეროდრომითაა ცნობილი.



0
104
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
104