x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გერმანია ამზადებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების უზარმაზარ პაკეტს
image
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას რუსეთი ფიქრობდა, რომ დასავლეთი ისევ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლებოდა, როგორც ეს გააკეთა დასავლეთმა 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრისას.


რუსეთი მწარედ შცდა და ამის შედეგად ათეულობით ათასი "ტვირთი 200" და ასევე ათეულობით ათასი "ტვირთი 300" აქვს და ყავს.

რუსეთი ყველაზე ნაკლებად ელოდა გერმანიის აქტიურობას, რადგან როგორც წესი ბოლო ათწლეულების მანძილზე გერმანია ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს რუსეთს, მაგრამ მერკელისგან განსხვავებით "ჰერ" შოლცი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ამასთან ერთად ვაჟკაციც და სწრაფად აირჩია სწორი გზა-დაეჭირა უკრაინის მხარე.


დახმარებაც სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისითაც საკმაოდ შთამბეჭდავი გაუწია.

ახლა კი ომის დაწყების დღიდან გერმანია ამზადებს სამხედრო სახის ყველაზე მოცულობით სამხედრო დახმარებას უკრაინისათვის გადასაცემად.


პაკეტის ფარგლებში ცნობილია ზოგიერთი რამ, მაგრამ ბევრი რამ გასაიდუმლოებულია და მე შემიძლია მხოლოდ საჯარო მასალა მოგაწოდოთ, რადგან დახურულ თემაზე წვდომა ნამდვილად არა მაქვს (ეს ირონიული გადახვევაც საჭიროა ალბათ).



მაშ რას აძლევს გერმანია ამჯერად უკრაინას?

20-ერთქეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Marder"-ი სრული საბრძოლო კომპლექტაციით+დამატებითი საბრძოლო მასალა ამ ტიპის საბრძოლო მანქანებისათვის.

30 ერთეული ტანკი "Leopard 1"-ი ასევე სრული საბრძოლო კომპლექტაციით და დამატებით საბრძოლო მასალით.

18 ერთეული ბორბლებიანი თვითმავალი ჰაუბიცა, საბრძოლო მარაგით.

4 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "IRIS-T-SLM", 12 გამშვებთან და რამდენიმე ასეულ რაკეტასთან ერთად.

200 ერთეული სხვადასხვა კლასის და ტიპის სადაზვერვო დრონი, რომელთა დიდ ნაწილს შეუძლია მცირე მოდერნიზების შემთხვევაში ნაღმსატყორცნის ნაღმები ატაროს სპეციალური ჩამოსაკიდით, რომელიც უკრაინელებმა შექმნეს და ერთდროულად 2 ან 4 ნაღ, ის ჩამოგდება შეუძლია დრონის ტიპის შესაბამისად.

100 ერთეული საბრძოლო მანქანა და ლოჯისტიკური მხარდაჭერის 100 ერთეული მანქანა.

ესაა პაკეტის საჯარო ნაწილი, გასაიდუმლოებულ ნაწილში რა შედის, რა რაოდენობით და რა დანიშნულების ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

0
99
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
99