x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ ვთანამშრობლობთ სახელმწიფოსთან, რომლის მმართველ რეჟიმსაც ტერორისტებს უწოდებენ?
image 2008 წელს რუსეთმა მიწასთან გაასწორა სამაჩაბლო, დაბომბა ქალაქი გორი, დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა, მიიტაცა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩააყენა იქ რუსული ბაზები და რაც ყველაზე ცუდია-აღიარა თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.


მართალია მარიონეტულ ხელისუფლებებს ოკურირებულ ტერიტორიაზე თავად რუსეთი ინახავს, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ნადგურდება შგნებულად ქართული კვალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ბაზილიკური არქიტექტურისაა, თავზე რუსული გუმბათი დაადგეს, ქართული ხატები კი მთლიანად გადაღებეს და სრულიად თეთრ კედლებზე რუსული ხატები დაკიდეს.

სოხუმში, სადაც არასდროს ყოფილა მეჩეთი და მინარეთი დღეს ორივეა, ამაში ვერ ვხედავ ტრაგედიას, საქართველოს მოქალაქეებს რელიგიის თავისუფლება კანონით აქვთ მინიჭებული და საკულტო სახლები ნებისმიერი აღიარებული რელიგიის წარმომადგენლებს ჭირდება.


სასაცილო, უფრო კი სატირალი ისაა, რომ სოხუმის იმამი სალიჰ კვარაცხელიაა, ეთნიკურად ქართველი, რომელმაც ჯერ მართლმადიდებლობაზე თქვა უარი და მერე კი ეროვნებაზე და პირი რომლის ფესვები წალენჯიხიდან მოდის დღეს აფხაზს კი არა აფსუას უწოდებს საკუთარ თავს.

დავანებოთ ყოველივე ამასაც თავი, რატომ ვესაუბრებით ოკუპანტ ქვეყანას ენის მოჩლექით?


ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება საკუთარი შეიარაღებული ძალებით გავყაროთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ოუპანტები, მაგრამ იმის საშუალება ხომ გვაქვს დე ფაქტო საზღვარზე ჩავაყენოთ საპოლიციო, კარგად მომზადებული და შეიარაღებული რაზმები, როლებიც აგრესორებს არ მისცმენ რუსული "ლეკიანობის" განხორციელების საშუალებას.

რუსეთის დიქტატორმა თავზე ლაფი გადაასხა საქართველოს ხელისუფლებას, ისე კოხტად და ღიად "ჩაუშვა" ვიდეო მიმართვაში, როცა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა ფრენების აღდგენას და სავიოზო რეჟიმის მოხსნას.



შენ რომ ხელისუფლება ხარ, თუ სინდის-ნამუსი და თავმოყვარეობა გაგაჩნია ოკუპანტ სახელმწიფოს უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა კი არა მცოცავი ოკუპაციის შეჩერება და დევნილების, თუნდაც ნაწილის დაბრუნება მაინც სთხოვე.

"აირზენას" მფლობელ თამაზ გაიაშვილს ღმერთმა მისცეს მეტი, მაგრამ მილიონერია კაცი და ქვეყნის ინტერესები ნაკლება ადარდებს ეს მისი განცხადებიდანაც იკვეთება.

რუსეთმა უკვე მერამდენედ შემოგვიგდო "ანკესი" რომელიც მოშიებულ ლოოსავით გადავყლაპეთ, რადგან რუსეთს საქართველოს სიყვარულით და არც "ალტ-ინფოს" და რუსეთის ღია აგენტის ვალერი კვარაცხელიას თხოვნით ნაღდად არ მოუხსნია სავიზო რეჟიმი, ეს ასეაც და ისედაც ცხადია.

რუსეთს ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, რომ ნდომოდა თავის დროზე "სამშვიდობო ძალები" მისიას შეასრულბდნენ ისე, როგორც ეს ოთხმრხრივ ხელშეკრულებაში იყო ჩაწერილი და საქართველოს ტერიტორიის 20%-ს არ მიიტაცებდა.

ვინ უშლიდა პუტინს უკან გაეწვია სეპარატისტული რეჟიმების აღიარება ასე თუ "უყვარს საქართველო და ქართველები"?!


რუსეთის დიქტატორი გარკვევით ხედავს რუსეთის მოსალოდნელ მარცხს უკრაინაში და გვერდით ჭირდება მარიონეტული ქვეყნები, თუნდაც სომხეთის და საქართველოს სახით, რომლებიც ეკონომიურად მთლიანად იქნება დამოკიდებული რუსეთზე.

საქართველოში ხელახლა რომ არ მინდოდა და არ მინდა ომის გამეორება, ამიტომაც ვიბრძოდი უკრაინაში ყველაზე "ცხელ წერტილებში"-სვეროდონეცკში, ლისიჩანსკში, მანამდე კი ირპენში.

იმის შიშით რუსეთმა ომი არ გამოგვიცხადოსო, ყველაფერზე ხელი არ უნდა მოვაწეროთ, ფაქტიურად რუსული ეკონომიური ექსპანსია გვაქვს სახეზე, ფქვილი პრაქტიკულად სრულად რუსეთიდან შემოგვაქვს, საწვავის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოგვაქვს, რუსებს ქართულ ბანკებში რუბლი შეაქვთ და დოლარი გააქვთ, რაც გრძელვადიან პროგნოზში ანალიტიკოსების აზრით ქართულ ლარს გაანადგურებს და ინფლაცია გარდაუვალი იქნება.


რუსეთიდან გამოქცეული თუ "გრუ"-ს მიერ სპეციალურად შემოგზავნილი რუსეთის რუსი მოქალაქეები აქტიურად იძენენ უძრავ თუ მოძრავ ქონებას, ხდებიან აქ გახსნილი კომპანიების სრული მფლობელები, გვერდზე ძლიერი ფინანსური ზურგის წყალობით გვერდზე აჩოჩებენ ქართულ ტურ ოპერატორებს და უცხოელ ტურისტებს უკვე არა ქართული ოპერატორები, არამედ რუსი ოპერატორები ან მათ მიერ დაქირავებული ქართველი გიდები უწევენ მეგზურობას.

ვეკითხები საქარველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას, რისთვის გვინდა ჯარი თუ მის შეიარაღებაზე არ ვიზრუნებთ, თუ მის გაძლიერებაზე არ ვფიქრობთ?
კი ბატონო 2008 წელს ევროპამ და ამერიკამ შეგვატოვა სამხედრო თვალსაზრისით აგრესორ რუსეთს, მაგრამ ახლა ხვდებიან რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა და უკრაინას უკვე თანამედროვე შეიარაღებით ეხმარებიან.


რა გვიშლის ხელს, ევროპას და აშშ-ს ვთხოვოთ შეიარაღების ის ტიპი, რომელიც შემაკავებელი ფუნქციისაა, საუბარი მაქვს, ახლო-საშუალო და შორი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლესებზე, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სტაციონარულ თუ მობილურ კომპლექსებზე.

ნუ გვატყუებთ ბატონებო, არჩევნების თარიღი არც თუ ისე შორსაა და ის "სპანა" რომელსაც იყენებთ არჩევნებზე ვერ გამოგადგებათ, რადგან როცა ნაციონალურმა მოძრაობამ დასაშვები ზღვარი გადალახა ერმა ის მოიშორა, როგორც მმართველი ძალა, თქვენც იგივე შეცდომებს უშვებთ, რაც ძალიან დასანანია და რასაც აუცილებლად მოჰყვება "ქართლი ოცნების" წასვლა ხელისუფლებიდან.

გახსოვდეთ, თქვენ აგირჩიათ ხალხმა, თქვენ არ ზიხართ ბაბუების დატოვებულ თანამდებობებზე, ამიტომ კაცურად, ქართულად, ადამიანურად გირჩევთ-სანამ დროა გამოასწორეთ ვითარება, ვიღაცის ხუშტურების გამო საქართველოს ნუ მოაქცევთ მსოფლიო სანქციების მოქმედების არეალში.

ცალკე მივმართავ აშშ-ს ელჩს საქართველოში ქალბატონ დეგნანს: ქალბატონო დეგნან, მეგობრობის ფასი ქართველებს გენში გვაქვს, არ მისცეთ რუსეთს მანიპულირების საშუალება, მოუხსენით საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც რამდენიმე თვიანი მუშაობისათვის.


მიეცით მაგალითი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს თქვენი მოქმედებით, ქართველებმა კორუფციაში და ჭაობში ჩაძირვის გზაზე მდგარ რუსეთს ევროპა და ამერიკა არჩიონ ურთიერთობისათვის და თანამშრომლობისათვის.


P.S

მე არ მივეკუთვნები ემოციური ადამიანების კატეგორიას, მაგრამ არ შემიძლია ჩუმად ვიყო, მე 15 წლის ასაკიდან ვიბრძოდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და არ მინდა ჩემი და ჩემი თანამებრძოლების სისხლზე რუსულმა ჩექმამ დაუბრკოლებლად გადაიაროს.


0
60
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
60