x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
მითი თუ რეალობა - არის თუ არა გაწურული მაწონი ნამდვილად სასარგებლო? 
image

ხშირად ისმის კითხვა, არის თუ არა გაწურული მაწონი სასარგებლო და თუ არის, რა არის ასეთი განმასხვავებელი კლასიკური მაწვნისგან? დავიწყოთ პასუხების გაცემა.


გაწურული მაწვნის მოსამზადებლად მთავარი ინგრედიენტი კლასიკური მაწონია - რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ენდემური დედოთი მზადდება და იდეალურია კუჭ-ნაწლავისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობისთვის.


- რა ხდება გაწურული მაწვნის მომზადების დროს?



- კლასიკური მაწონი თავისუფლდება ზედმეტი სითხისგან (შრატისგან), რის შემდეგაც გვრჩება სქელი მასა.


- იკარგება თუ არა კლასიკური მაწვნის სასარგებლო თვისებები გაწურვის შემდეგ?


- გაწურული მაწვნის ერთ ქილაში დაახლოებით 2 ქილა კლასიკური მაწონი მოიაზრება. შესაბამისად, ერთ ულუფა გაწურულ მაწონში ცილის რაოდენობა ორჯერ აღემატება კლასიკურ ვარიანტს, რაც ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივ, ამ პროდუქტის მიღებით თითქმის სრულად ვიღებთ ნაერთის (ცილის) დღიურ ნორმას, რომელიც ასეთი აუცილებელია ორგანიზმისთვის. ასე რომ, გაწურულ მაწონში კი არ იკარგება მაწვნის თვისებები, პირიქით ორმაგდება ყველანაირი სარგებელი.

image

- ანაყრებს თუ არა გაწურული მაწონი?


- გაწურული მაწონი სქელი სტრუქტურისაა და საკმაოდ მსუყეა. ამიტომ შიმშილის შეგრძნება მალე ქრება და თავს დანაყრებულად ვგრძნობთ.


- აქვს თუ არა რაიმე დანამატი პროდუქტს?


- გაწურული მაწონი ბუნებრივად სასარგებლო პროდუქტია. მასში თავმოყრილი სასარგებლო თვისებები ბუნებრივად გადადის ყოველგვარი დანამატის გარეშე.


მიირთვით გემრიელად და მიიღეთ ორმაგი სარგებელი უნიკალური ქართული პროდუქტით.



R



0
128
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0