x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პრიგოჟინის განცხადება ბახმუტის სრულად აღების თაობაზე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ-დეზინფორმაციაა

image
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა პრიგოჟინმა რუსეთის დიქტატოს ახარა, ბახმუტი ავიღე და სრულად ვაკონტროლებო. რუსეთის დიქტატორმა პუტინმაც მადლობა გადაუხადა პრიგოჟინს და მიულოცა ბახმუტის აღება, რომელსაც რუსები უკვე ბახმუტის ნაცვლად არტიომოვსკით მოიხსენიებენ.


მე თავის დროზე მონაილეობას ვიღებდი ამ ქალაქის დაცვაში და წარმოუდგენლად მიმაჩნია საკმაოდ მოზრდილი ალაქის სრული კონტროლი იმ ძალებით რაც იქ გააჩნია "ვაგნერს", ერთია შეხვიდე ქალაქში და მეორეა ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარო და ქალაქი გაწმინდო იქ მყოფი უკრაინული დანაყოფებისაგან. ღიად და დაუფარავად ვაცხადებ: ბახმუტში მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, რადგან ქალაქის 85%-ზე მეტს ფიზიკურად "ვაგნერი" აკონტროლებს, მაგრამ დარჩენილ ტერიტორიაზე ამ წუთებშიც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს, გარდა ამისა ბახმუტის ფლანგებზე უკრაინულმა დანაყოფებმა წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს და დიდია ალბათობა იმისა ბახმუტში შესული "ვაგნერის" მოიერიშე რაზმები სრულ იზოლაციაში მოექცნენ ანუ მოჰყვნენ ტაქტიკურ ალყაში, საიდანაც მათი გასვლა მოხერხდება ორი გზით.


1. ტყვეებად ჩაბარებით.
2. "ტვირთი 200"-ის სახით.

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი, თავად ხელმძღვანელობს ბახმუტის დაცვას და ფლანგებზე წარმატებულ კონტრშეტევებს, მისი თქმით თითოეული ბრძოლის საათი "ვაგნერის" მოიერიშე ძალებს ასუსტებს, როცა უკრაინულ ძალებს რეზერვი ემატება ცოცხალი ძალის და ტექნიკის სახით.

ერთი სიტყვით, მზადდება ქვაბული "აგნერის" მოიერიშე ძალების ალყაში მოქცევისათვის. რაც არ უნდა ილაყბონ რუსეთის იდეოლოგებმა და "რუსეთუმეებმა" ბახმუტის სრულ აღებაზე, ესაა დეზინფორმაცია და ამას მალე ვნახავთ რა გაგრძელებაც მოჰყვება ბახმუტის ირგვლივ უკრაინული რკალის შეკვრის სახით.

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი ალექსანდრე სირსკი უკრაინელ მებრძოლებთან უშუალოდ ფრონტის ხაზზე.

imageimageimageimage

უკრაინელ მებრძოლებს კიდევ ორი "ორკი" ჩაუვარდათ ტყვედ ბახმუტთან.
image



0
113
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
113