x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
რჩევები ახალ სკოლა დამთავრებულებს
image


შოთა მარანელი - კარიერული კონსულტანტი და ქოუჩი


ქვეყანაში არსებული სკოლების უმრავლესობაში ბოლო ზარი დაირეკა. ვფიქრობ ცხოვრების ახალ გზაზე შემდგარ ახალგაზრდებს ამ დღეს რამოდენიმე რჩევა-დარიგება არ აწყენდათ იმ ადამიანისგან, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე გაიარა.

როგორც ერთმა "წითელმა ქალბატონმა" თქვა: " ღამე ბნელია და საშინელებებითაა აღსავე".

არ შეშინდეთ. უბრალოდ მგონია სწორედ ეს წინადადება აღწერს ყველაზე უკეთ თუ რა უნდა გადალახო მომავალში, რომ იმას მიაღწიო რაც გსურს.

მაგრამ როგორ უნდა მიაღწიოთ ყველაფერს, რაზეც ასე ოცნებობთ?

ბევრი საუბრის გარეშე გთავაზობ მოკლე რჩევებს(თიფსებს) რა და როგორ ჯობს აკეთო:

1. თუ სკოლაში ყველას უყვარდა მდუმარედ ჯდომა მაგიდის უკანა მხარეს, უნივერსიტეტში ჯობია ეს არ გააკეთო.

2. შენი USE ქულები აღარაფერს ნიშნავს. აჯობებს ლექსიკონიდან ამოიღო სიტყვები „გაკვეთილი“, „მასწავლებელი“ და „შეცვლა“. სწავლა ახლა მხოლოდ შენი პრობლემა და პასუხისმგებლობაა.

3. არ მიატოვო სწავლა. სტუდენტური ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ არ უნდა დაივიწყო ლექციები და სათანადო დასწრება. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამისთვის ხარ აქ, არა?

4. პროფესიის არჩევა დინამიური პროცესია. არ შეგეშინდეს თუ კი მალე მიხვდები, რომ სხვა სფერო უფრო გიზიდავს.

5. როცა გამოცდები უკვე ჩავლილი იქნება ნერვიულობას აზრი დაეკარგება. სადაც არ უნდა მოხვდე და რა ქულებიც არ უნდა გყავდეს დაიმახსოვრე: მთავარია იყო შენი საქმის პროფესიონალი და "სპეციალისტი".

6. ახალ სასწავლო გარემოში შეეცადე სწავლის პერიოდშიც ცოტა დრო დაუთმო ჰობის, რომ ერთფეროვნებით არ მოკვდე და მოწყენილობამ არ აგიცრუოს გული.

7. დაივიწყე ანდაზა: "2 კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო".

8. არ დაელოდო ხარისხის აღებას. კარიერის და სამსახურის საწყისი არის პირველივე კურსი.

9. ყოველდღე დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი 2 კითხვა: " რა არის ჩემთვის წარმატება"? და "როგორ გამოვიმუშავო მეტი ფული"?

10.

სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;

მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.

სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.
დავით გურამიშვილი



0
20
შეფასება არ არის
ავტორი:შოთიკო მარანელი
შოთიკო მარანელი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0