x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერთ დღეში დაიღუპა 9 რუსი პილოტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო საფრენ საშუალებებში
image

რუსეთში ბრიანსკის ოლქში 4 რუსული სამხედრო საფრენი აპარატი ჩამოვარდა ან ჩამოაგდეს (ასე ვარაუდობენ რუსი სამხედრო ექსპერტები), ორი ვერტმფრენი და ორი მრავალფუნქციური გამანადგურებელი ერთ ავიაჯგუფს ეკუთვნოდა, ეს ჯგუფი მონაწილეობას იღებდა უკრაინის ქალაქების და სამხედრო პოზიციების დაბომბვებში. ორი სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენის "Ми-8"-ს და გამანადგურებლების "Су-34" და "Су-35"-ის ჩამოვარდნის შდეგად 9 პილოტი დაიღუპა.



საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით ქალაქ კლინცში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა, უნეჩსკის რაიონში მეორე ვერტმფრენის ჩამოვარდნას, ასევე ეკიპაჟის სამივე წევრის დაღუპვა მოჰყვა.



სოფელ ნიჟნაიაში მრავალფუნქციური გამანადგურებლის "Су-34"-ის ჩამოვარდნის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა.




ხოლო სოფელ სურეცკი მურავეიში დაიღუპა ასევე მრავალფუნქციური გამანადგურებლის "Су-35"-ის პილოტი.




რუსი სამხედრო ექსპერტების თქმით რუსულ სამხედრო ავიაციას დიდი ალბათობით უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა მოუწყო ჩასაფრება, რასაც აღნიშნული კატასტროფები მოჰყვა, მეორე ვერსიით მომხდარში ადანაშაულებენ "რუსეთის განმათავისუფლებელ არმიას", რომელსაც შეეძლო შეეღწია ბრიანსკის ოლქში და დივერსიული აქტი განეხორციელებინა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით (არცერთი წყარო არ ასახელებს სავარაუდოდ გამოყენებულ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სახელწოდებას).



ერთი რამ ცხადია-ერთერთი ვერთმფრენის კადრებში თუ კადრს მინიმუმამდე შევანელებთ, აშკარად ჩანს რაკეტის მოხვედრის მომენტი.

image

კლინცში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი.



რუსულ საიტებზე რუსების გარკვეული ნაწილი გაოცებას ვერ მალავს, მეორე ნაწილი ხუმრობს: "ბრიანსკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იდეალურად მუშაობს, გაუმარჯოს ბრიანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკას"!
0
212
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
212