x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დრონის აფეთქება კრემლის თავზე - უკრაინელების "გრძელი ხელი" თუ რუსული პროვოკაცია?
image
რუსეთის დედაქალაქში კრემლში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციას ორმა დრონმა-კამიკაძემ შეუტია, ორიდან ერთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ დააზიანა და ადრევე ჩამოვარდა, მეორე კი რეზიდენციის თავზე აფეთქდა.
ჩნდება კითხვა: რა მოხდა?


მტკიცებულებით ფორმაში მე კი არა ჩემზე ასგზის გამოცდილი სამხედრო ექსპერტები ვერ იტყვიან თუ რა მოხდა, ვინაიდან მომხდარი აწყობდა უკრაინასაც და რუსეთსაც.


უკრაინას აწყობდა, რადგან ამით რუსეთს დაანახებდა, რომ მას ჰქონდა იმის ძალა და საშუალება ბევრად მასშტაბური იერიში მიეტანა რუსეთის ქალაქებზე, რაკი კრემლზე იერიშის განხორციელება შეუფერხებლად მოახერხეს.


აწყობდა რუსეთს, რადგან ამით ხელები გაეხსნებოდა საპასუხო ქმედებები განახორციელოს და დაარტყას უკრაინის სახელისუფლებო ნაწილს კიევში.



გაიხსენეთ ჩეჩნეთში მეორე სამხედრო კომპანიის დაწყების წინ როგორ ააფეთქა რუსულმა სპეცსამსახურებმა რუსეთში საცხოვრებელი კორპუსები, რაც ჩეჩნებს დააბრალეს და ამას ომის დაწყება მოჰყვა იჩქერიასთან.



თუ უკრაინამ განახორციელა ეს თავდასხმა, გამოდის რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თაცდაცვა ქმედუუნაროა და ბევრად მძლავრ დრონს შეუძლია მოსკოვის შემოგარენში და თავად მოსკოვში სტრატეგიული ობიექტები გაანადგუროს.


ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ უკრაინა თავის თავზე არ აიღებს ამ იერიშს და მსოფლიოს დაუწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს რუსული პროვოკაციაა და არა უკრაინული დრონების შტურმი. ბუნებრივია რეალურ სურათს ბრიტანეთის და აშშ-ს დაზვერვას უკრაინა და რუსეთი რეალურ ვითარებას ვერ დაუმალავს, მაგრამ თუნდაც უკრაინელების განხორციელებული იყოს ეს დარტყმები, ბრიტანეთი და აშშ უკრაინას მაინც არ დაადებენ ხელს.



0
44
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
44