x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ვოლტი" უკვე გორშიც! - "ვოლტი" საქართველოში უკვე 6 ქალაქში ოპერირებს
image

"ვოლტი" აგრძელებს საქართველოში მომსახურების გაფართოებას - 2 მაისიდან "ვოლტის" სერვისით სარგებლობა უკვე გორშიც გახდა შესაძლებელი. გორი საქართველოს მეექვსე ქალაქია, თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის შემდეგ, სადაც "ვოლტი" ოპერირებს.


გორში "ვოლტის" მომხმარებელი შეძლებს შეუკვეთოს ისეთი რესტორნებიდან, როგორიცაა Marge, Gori Inn, Thor, Big Wok. ასევე, სუპერმარკეტებიდან: კარფური, მაგნიტი, სმარტი; აფთიაქებიდან: PSP, GPC, Pharmadepot, Aversi; მაღაზიებიდან: ბიბლუსი, ალკორიუმი, სუპერი და სხვა.


პირველი ორი კვირის განმავლობაში "ვოლტი" მომხმარებელს გორში ნებისმიერ შეკვეთაზე მიტანის უფასო სერვისს სთავაზობს და მომავალშიც ბევრ სიახლეს, საინტერესო აქციებსა და მრავალ შეთავაზებას ჰპირდება.



„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გორში ვიწყებთ მომსახურებას. 2 მაისიდან რამდენიმე ათასი ადამიანი მომსახურების გამარტივებას შეძლებს ჩვენი აპლიკაციის დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გორში "ვოლტის" შესვლით 100-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს და პარტნიორ კურიერს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ექნება. დარწმუნებულები ვართ, რომ გორში ჩვენს მიერ დაგეგმილი სიახლეები მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის პოზიტიური და მნიშვნელოვანი იქნება“, - აცხადებს "ვოლტის" გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.


ასე რომ, ჩამოტვირთეთ "ვოლტის" აპლიკაცია და შეუკვეთეთ ყველაფერი, რასაც ისურვებთ.


"ვოლტი" გორშია - უფასო მიტანა კიდევ 12 დღე გაგრძელდება. მიიღე შეკვეთა ყველაზე სწრაფად, ახლა უკვე გორში!



ცნობისთვის, "ვოლტი" ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, "ვოლტი" მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 200-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "ვოლტი" 20 000-ზე მეტ პარტნიორ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.


"ვოლტი" საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდისა და გორის 1 000-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.



R



0
38
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0