x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიანსკის ოლქში დივერსიის შედეგად სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავარდა, საწვავის ცისტერნები მიყოლებით იწვის

image
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ უკრაინული სპეცსამსახურები აიძულა დაეწყო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე, საუბარია დივერსიულ აქტებზე რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე.
ბევრი ვერ ანსხვავებს ტერაქტს და დივერსიას. ტერაქტია როცა აფეთქება ემსახურება თუნდაც მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას, აფეთქების გზით რაც საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევს.
დივერსიაა როცა ესა თუ ის ქვეყანა მოწინააღმდეგე ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტზე ახორციელებს აქტს, რომელიც ემსახურება ობიექტის მწყობრიდან გამოსვლას აღნიშნული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესასუსტებლად.


ბუდანოვის უწყება მაღალპროფესიონალურად ახორციელებს დივერსიულ აქტებს რუსეთის ტერიტორიაზე, მინიმალური მსხვერპლით მშვიდობიან მოსახლეობაში.
ამჯერად უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა ბრიანსკის ოლქში უნეჩკის რაიონში რკინიგზაზე მოხდა აფეთქება, რომელმაც რუსული სამხედრო ლოჯისტიკისთვის განკუთვნილი საწვავით სავსე ცისტერნებიანი შემადგენლობა ლიანდაგიდან გადაიყვანა, ცისტერნების ნაწილს ცეცხლი წაეკიდა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე გრძელდება.
მატარებლის ლიანდაგის აფეთქება ისეთ ადგილზე მოხდა, ლიანდაგის აღდგენა და ლიანდაგიდან გადასული, აუფეთქებელი ცისტერნების ლიანდაგზე დაბრუნება გაჭირდება და დროში აუცილებლად გაიწელება, რაც ბრიანსკიდან რუსული არმიისათვის საწვავის მიწოდებას მინიმუმ რამდენიმე დღით შეაჩერებს.
image

0
82
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
82