x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელებმა შეიარაღებაში მიიღეს საკუთარი წარმოების, ავტომატიზირებული საცეცხლე კომპლექსი Шабля

image
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებულმა აგრესიამ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელობა აიძულა, მაქსიმალური ძალისხმევა ჩაედო ახალ პროექტებში, ასევე თაროზე ჯერ კიდევ სსრკ-ს პერიოდიდან გადადებულ საკმაოდ ეფექტურ პროექტებზე.



ამჯერად უკრაინელებმა წარმოაბაში ჩაუშვეს და პირველი პარტია უკვე მიაწოდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოლექსი დოვბუშას სახელობის ცალკეულ ბრიგადას, ახალი უკრაინული, ავტომატური საცეცხლე კომპლექსი "Шабля", რაც უკრაინულიდან ქართულად ითარგმნება, როგორც ხმალი.



ავტომატური საცეხლე კომპლექსი სტაციონარული სახისაა, მისი გამოყენება შეიძლება უშუალოდ ფრონტის ხაზზე, ასევე დაჯავშნულ მანქანებზე სტაბილიზატორების გამოყენებით.



კომპლექსი იმართება დისტანციურად, რაც ოპერატორს საშუალებას აძლევს უსაფრთხო მანძილიდან აწარმოოს კომპლექსის მართვა, კომპლექსი წარმოადგენს სწრაფმსროლელ, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევს, რომელსაც გააჩნის ღამის ხედვის და თბოვიზორის საშუალებები, რომელთა დახმარებითაც კომპლექსის ოპერატორს შეუძლია ღამითაც ეფექტურად აწარმოოს სროლა მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად. კომპლექსის მოქმედების სიშორე 2 კილომეტრია.

0
294
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
294