x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვის ოლქში ნოგინსკთან ახლოს დაბა ვოროვსკოეს ტყეში ჩამოვარდა უკრაინული დრონი-კამიკაძე

image
უკრაინამ კიდევ ერთხელ გაუგზავნა რუსეთის დიქტატორულ რეჟიმს მესიჯი, რომ მას უკვე ხელში "უკავია გრძელი კეტი", რომელსაც საჭიროებისას "დასცხებს" მოსკოვს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მოსკოვი ოლქში ნოგინსკის რაიონში ტყეში საწვავის ამოწურვის გამო ჩამოვარდა უკრაინული წარმოების დრონი-კამიკაძე, რომელიც დიდი ალბათობით მიფრინავდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად, დიდი ალბათობით რომელიმე სტრატეგიული ობიექტის ადაფეთქებლად.

უკრაინულმა დრონმა-კამიკაძემ "UJ-22 Airborne"-მ, სიშორის რეკორდი დაამყარა, დაბალ სიმაღლეზე იფრინა რა პრაქტიკულად თითქმის მოსკოვამდე.
რომ არა საწვავის დეფიციტი დრონი აუცილებლად შეასრრულებდა დაკისრებულ დავალებას.

აქ კიდევ ერთი რამაა საინტერესო, ვერცერთმა რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსმა ვერ შესძლო დრონი-კამიკაძის არათუ ჩამოგდება, არამედ აღმოჩენაც კი.
85 კილოგრამიანმა დრონმა რომელიც მრავალფუნქციურია და რეალურ დროში შეუძლია ოპერატიული მართვის ცენტრს 100 კილომეტრის რადიუსში მაღალი ხარისხით გადაღებული ინფორმაცია მიაწოდოს, ავტონომიურ რეჟიმში შეუძლია იფრინოს 800 კილომეტრ მანძილამდე ავტონომიურ რეჟიმში, მას ძალუძს ოპერატორის ჩარევის გარეშე ავტონომიურად იფრინოს ადრე დასახულ გასანაგურებელ ობიექტამდე და დაეცეს მას პიკირების რეჟიმში, მაქსიმალური 180 კმ/სთ სიჩქარით.
დრონის კრეისერული სიჩქარეა 120კმ/სთ სიჩქარე. დრონის ფრენის მაქსიმალური ჭერია 6000 მეტრი ანუ 6 კილომეტრი.
ჩამოვარდნილ დრონზე მიმაგრებული იყო კანადური წარმოების 17 კილოგრამიანი ფეთქებადი საშუალება "М112", რომელიც დამზადებული იყო პლასტიკური ფეთქებადი საშუალება "С4"-ის ბაზაზე. თემაში ჩაუხედავ ადამიანს გაუჭირდება იმის აღქმა, 17 კილოგრამიან, ჰექსოგენის ბაზაზე დამზადებულ ფეთქებად საშუალებას თუ რამხელა მასშტაბის ზიანის მოტანა შეეძლო იმ ობიექტისათვის, რომელსაც დაეცემოდა, რომ არა საწვავის ამოწურვა.

მას შემდეგ რაც შვედმა გამომგონებელმა და ქიმიკოსმა ალფრედ ნობელმა დააპატენტა დინამიტი 1867 წლის 25 ნოემბერს, მას შემდეგ მუდმივად მიმდინარეობდა სამეცნიერო კვლევები ბევრად მძლავრ ფეთქებად საუალებაზე.
საკმაოდ ბევრი აღმოჩენა გაკეთდა ამ მხრივ, მაგრამ სამხედრო დანიშნულებით ფართო გამოყენება ვერ ჰპოვა უმეტესობამ, რადგან ბევრი მათგანი ისეთ მოპყრობას და პირობებს მოითხოვდა გამოსაყენებლად, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა მის გამოყენებას.
აქედან გამომდინარე სადღეისოდ ყველაზე ცნობილი ფეთქებადი საშუალებებია:
ტროტილი, ჰექსოგენი, ოქტოგენი. სადღეისოდ ყველაზე მძლავრ ფეთქებად საშუალებად ითვლება "CL-20".
თქვენთვის მარტივად გასაგები რომ იყოს, 1 კილოგრამ "CL-20"-ს შეუძლია იმავე ეფექტის დადება, რასად დადებს 20 კილოგრამი ტროტილი.
განსჯა თქვენთვის მომინდვია.


ასე გამოიყურება "С4", თქვენს "მონა-მორჩილს" ჰქონია მასთან ურთიერთობა არაერთხელ, ჯერ გადამზადების პროცესში და მერე უკვე, როგორც მოქმედ გამნაღმველს.
image

0
45
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
45