x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პეტერბურგში კაფეში ააფეთქეს ცნობილი რუსი სამხედრო კორესპონდენტი და ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი

image
ვლადლენ ტატარსკი რეალურად მაქსიმ ფომინი გახლდათ, ის დაიბადა უკრაინაში, ქალაქ მაკეევკაში 1982 წელს. თავიდან მუშაობდა შხტში, შემდეგ ხელი მიჰყო ბიზნესს, თუმცა მალევე დააკავეს ყაჩაღობის ბრალდებით და გორლოვკის ციხეში ჩასვეს. დონბასის რეგიონში ომის დაწყებიდან მალევე კოლონიაზე, სადაც იხდიდა სასჯელს მაქსიმი მოხდა სეპარატისტების თავდასხმა 2014 წელს, რა დროსაც ისიც სხვა პატიმრებთან ერთად გაანთავისუფლეს. ის შეუერთდა სეპარატისტებს, მოგვიანებით კი ყოფილი მეშხტე და ბიზნესმენი, შემდგომში კი ყაჩაღობის მუხლით მსჯავრდებული მაქსიმ ფომინი გახდა თვითაღიარებული კუგანსკის რესპუბლიკის დაზვერვის ოფიცერი.


2017 წელს მან საკუთარი ნებით დატოვა სამსახური, რათა ჟურნალისტიკისათვის მიეყო ხელი, აირჩია რა ფსევდონიმად ვლადლენ ტატარსკი, ვიქტორ პელევინის წიგნის გმირის სახელი და გვარი, მან დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის ავტობიოგრაფიული წიგნი "გაქცევა", ასევე "ომი" და მოთხრობების სერია "მედიტაცია".

2022 წელს უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების დღიდან ვლადლენმა, როგორც უკვე სამხედრო კორესპონდენტმა წინა ხაზს მიაშურა. ინტერვიუების დროს ის ღიად აცხადებდა, რომ სურდა უკრაინის სახელმწიფოს სრული განადგურება. 2022 წელს პუტინის რეჟიმის მიერ მიწვეულ იქნა ღონისძიებაზე, სადაც რუსეთის მიერ ახალი ტერიტორიების (უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზეა საუბარი) მიერთებას აღნიშნავდნენ.



ვლადლენ ტატარსკი ცნობილი იყო, როგორც ბლოგერი "Z", პრაქტიკულად ისიც სოლოვიოვის და სიმონიანის მსგავსად გახლდათ პუტინის რეჟიმის რუპორი.
ბლოგერი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კაფეში, რომელიც პუტინის მარჯვენა ხელს და კერძო, სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელ პრიგოჟინს ეკუთვნის, ვლადლენს ახალგაზრდა ქალმა, ვინმე დარია ტრეპოვამ გადასცა ამანათი, რომელიც 5 წუთში აფეთქდა, აფეთქებამ ვლადლენ ტატარსკი ადგილზევე მოკლა.

ზოგიერთი რუსული წყაროს ინფორმაციით დარია ტრეპოვა დაკავებულია, ზოგიერთის აზრით კი ის იძებნება. ჯერჯერობით ოფიციალურ მოსკოვს მის დაკავებაზე არ განუცხადებია.

დარია ტრეპოვა
image
როგორც რამდენიმე წყარო აღნიშნავს, დარია შარშან რამდენიმე თვით იმყოფებოდა საქართველოში.

აფეთქება კაფეში, სადაც დაიღუპა პუტინის იდეოლოგი.

0
25
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
25