x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
15 საინტერესო ფაქტი ჩინგის ხანის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ისტორიის წიგნებში ვერც ნახოთ

ყველამ ვიცით, რომ ჩინგიზ-ხანი დიდი დამპყრობელი იყო, მაგრამ მისი ბიოგრაფიის ყველა ფაქტი არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

1. ლეგენდის თანახმად, ჩინგიზ ხანი დაიბადა მუშტში სისხლის კოლტით, რაც მონღოლეთში დიდებულების ნიშანი იყო. image

2. ის აღწერილია როგორც მაღალი, მწვანეთვალება, წითური მამაკაცი გრძელი წვერით.

3. ჩინგიზ-ხანი 50% ევროპელი იყო, 50% აზიელი.
მისი უჩვეულო გარეგნობა განპირობებული იყო აზიური და ევროპული გენების უნიკალური ნაზავით.

4. ჩინგიზ ხანმა თავისი იმპერია შექმნა სხვადასხვა ტომების გაერთიანებით. მისი იმპერია გახდა ყველაზე დიდი ერთიანი სახელმწიფო ისტორიაში. იგი გადაჭიმული იყო წყნარი ოკეანედან აღმოსავლეთ ევროპისკენ.image

5. ჩინგიზ ხანი თვლიდა, რომ რაც უფრო მეტი შთამომავლობა ჰყავს ადამიანს, მით უფრო მნიშვნელოვანია იგი. მის ჰარამხანაში რამდენიმე ათასი ქალი იყო და ბევრმა მათგანმა გააჩინა შვილი. სწორედ ამიტომ, აზიელი მამაკაცების დაახლოებით 8% ჩინგიზ ხანის შთამომავალია
გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აზიელი მამაკაცების დაახლოებით 8%-ს აქვს ჩინგიზ ხანის გენები სწორედ ასეთი “თავდადების" გამო. image

6. მონღოლთა ჯარი არავის ინდობდა. ჩინგიზ ხანის ზოგიერთი კამპანია სრულდებოდა მთელი მოსახლეობის ან ტომის სრული განადგურებით, მათ შორის იყვნენ რა თქმა უნდა ქალები და ბავშვებიც.
image

7. ცალკეული მეცნიერების კვლევების მიხედვით, ჩინგიზ ხანი პასუხისმგებელია 40 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილზე.image

8. ზუსტად არავინ იცის სადაა დასვენებული დიდი დამპყრობელი. ზოგიერთი ცნობით, ჩინგიზ ხანის საფლავი მდინარემ დატბორა. როგორც ამბობენ, მან თავად აირჩია ეს გზა, რათა მისი საფლავი არ წაებილწათ.

9. დაბადებისას მას თემუჩინი დაარქვეს - ასე ერქვა მამამისის მიერ დამარცხებულ სამხედრო ლიდერს. ჩინგიზ ხანი ადრეული ასაკიდანვე დაუნდობლად და უგულოდ ითვლებოდა. 10 წლის ასაკში მან მოკლა თავისი ერთ-ერთი ძმა, რადგან ნადირობის შემდეგ ნადავლი ვერ გაიყო მასთან. image

10. ცნობილია, რომ ჩინგიზ-ხანი ტყვეობაში იმყოფებოდა.
15 წლის ასაკში ის ტყვედ ჩავარდა და გაიქცა, რამაც მოგვიანებით მას აღიარება მოუტანა.

11. მას მომავალი მეუღლე ბორტე მამამ 9 წლის ასაკში აურჩია. 16 წლის ასაკში კი დაქორწინდა მასზე. ამ ქორწინებით გააერთიანა 2 ტომი. მართალია შემდგომში მმართველს ძალიან დიდი ჰარამხანა ჰქონდა, მაგრამ მთვარი ცოლი ისევ ბორტე იყო.image


12. ჩინგიზ ხანის არმია ტყვეების ხარჯზე გაფართოვდა.
მან თავისი ჯარის რიგები დაპყრობილი ტომებიდან ტყვეებით შეავსო და ამ გზით მისი ჯარი ბევრად გაიზარდა.

13. ომში ყველა მეთოდი კარგია- სწორედ ამ წესს მიჰყვებოდა ჩინგიზ ხანი და არ ერიდებოდა მზაკვრულ ხაფანგებსა თუ გეგმებს.

14. ჩინგიზ ხანი თავისი თანამოაზრეების გამო შურს იძიებდა. როდესაც სპარსელებმა მონღოლთა ელჩს თავი მოჰკვეთეს, ხანი გაბრაზდა და დახოცა მათი ხალხის 90% ამოხოცა.

15. ზოგიერთი ისტორიკოსი ჩინგიზ ხანს უწოდებს "დამწვარი მიწის" მამას, რადგან მისი ლაშქრობების შემდეგ, ცივილიზაციის კვალი ქრებოდა. თუკი რომელიმე ქალაქს არ სურდა დანებება, მონღოლთა ჯარი მათ ერთიანად წვავდა და ანადგურებდა.




0
607
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0