x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სამხედროების შეცდომა, რაც ხშირად სიცოცხლის ფასად ჯდება
image
როცა სამხედროებს პროფესიონალები წვრთვნიან, ფიზიკური მომზადების, ფსიქოლოგიური მომზადების პარალელურად დაწვრილებით თეორიულად და პრაქტიკულად უხსნიან და ასწავლიან ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა სახეობის, დანის თუ სხვა საშუალებების სწორად გამოყენებას.



კონტაქტური ბრძოლის დროს თითოეულ წამს დიდი მნიშვნელობა აქვს, საბრძოლო მომზადების მაღალ დონეს გამოცდილება მოაქვს, გამოცდილება კი უამრავ მანამდე დაფარულ თვისებას ავლენს მებრძოლში.


მართალია დღეისათვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების დიდ ნაწილს აქვს სანიშნები რითაც ხვდები თუ რამდენი ვაზნა გაქვს სავაზნეში, მაგრამ კონტაქტური შეტაკებების დროს დრო არ გრჩება იმისათვის მჭიდს შეხედო და ისე გათვალო სროლის ინტენსივობის შენარჩუნება.


ძალიან ბევრი მებრძოლი სროლის ინტენსიურობიდან ხვდება თუ რამდენი ვაზნა აქვს მჭიდში დარჩენილი და სწორედ ისეთ დროს ცვლის მჭიდს როცა მჭიდში ბოლო 1-2 ვაზნაა დარჩენილი.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს მჭიდის სწრაფ გამოცვლას, კონტაქტური ბრძოლის დროს არ შეიძლება დროის დაკარგვა ცარიელი მჭიდის მჭიდის ბუდეში, ეგრეთ წოდებულ "ლიფში" ჩასადებად, ჯობია ის ახლოს დააგდოთ რათა გასვლისას ადვილად შესძლოთ მისი აღება.

ამ სტატიის ბოლოში ნახავთ ვიდეოს, სადაც ქართველი გოგო ჯერ ავტომატური შაშხანიდან დახურულ "ტირში" ესვრის სამიზნეებს, შემდეგ კი ავტომატური შაშხანა გადააქვს მარცხენა მხარეს, იღებს ბუდიდან პისტოლეტს და აგრძელებს წინსვლით სროლას.



მე რა შემიძლია ვურჩიო ამ გოგოს და არა მარტო მას(რომელსაც, როგორც ყველა ქალს საოცრად უხდება სამხედრო ფორმა)-მე ვურჩევდი შეტევაზე გადასვლისას სროლის ინტესიურობა გაზარდოს, მიეჩვიოს სწრაფ სროლას სამიზნეზე და რაც ყველაზე მთავარია, როცა ავტომატური შაშხანიდან პისტოლეტით სროლაზე დააპირებს გადასვლას, დრო არ დაკარგოს შაშხანის ორივე ხელით მარცხნივ გადატანაზე (ცაციებმა მარჯვნივ გადატანაზე), მარცხენა ხელით გადაიტანოს შაშხანა, პარალელურად კი ბუდიდან მარჯვენა ხელით დროის დაუკარგავად და სროლის შუალედის მინიმუმამდე შესამცირებლად (არავინ დაგელოდება თუ როდის ამოიღებ პისტოლეტს) მარჯვენა ხელით ამოიღოს პისტოლეტი და გახსნას ცეცხლი, მარცხენა გამონთავისუფლებულ ხელს სწრაფად მიაშველებს მარჯვენა ხელს, რათა პისტოლეტი მყარად ეკავოს სროლისას და პისტოლეტის უკუცემის გამო ფუჭად არ დახარჯოს ტყვიები.



0
249
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
249