x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134639
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508834
ლევან ვასაძემ კიკეთში რუსული სკოლა გახსნა
image

მოძრაობა „ერის“ ლიდერმა (ერი - ერთობა, რაობა, იმედი), ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელიც ცნობილია თავისი ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებებით, საქართველოში გახსნა რუსული სკოლა, რომელიც მდებარეობს კიკეთში და სწავლა მიმდინაროებს რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს პროგრამით.




„მოსწავლეებს რუსეთის ისტორიას ასწავლიან, თუმცა ის, რომ პუტინის რეჟიმმა საქართველოს ტერიტორიის 20% მიითვისა, პროგრამაში არ შედის. განათლების სამინისტრო ყველაფერს სტანდარტული შაბლონით პასუხობს და დამატებით კითხვებზე კომენტარს არ აკეთებს“, - წერენ ჟურნალისტები.


აღნიშნულია, რომ ფორმალურად საგანმანათლებლო დაწესებულებას ქართული სკოლის რუსულენოვანი სექტორი ჰქვია, მაგრამ ის სრულიად ავტონომიურად განლაგებულია ცალკე შენობაში.



რუსულ სკოლას, სადაც ამჟამად პირველი მეხუთე კლასების მოსწავლეები სწავლობენ, საკუთარი ვებგვერდი აქვს, წერს გამოცემა SOVA. საიტზე პირდაპირ ნათქვამია, რომ სასწავლო გეგმა შეესაბამება რუსულ საგანმანათლებლო სტანდარტს. კლასიდან კლასში გადასასვლელად ბავშვები ონლაინ გამოცდას აბარებენ საშინაო განათლების იმ პლატფორმაზე, რომელიც დანერგილია რუსეთში.


შედეგების მიხედვით, მოსწავლეები მოსკოვის ან პეტერბურგის საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფროს კლასებში განაგრძობენ სწავლას.


ჟურნალისტებმა ლევან ვასაძის მეუღლესთან დაკავშირება მოახერხეს, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა გაიხსნა რუსეთიდან ჩამოსული ბავშვების დასახმარებლად, რომელთა მშობლები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.თავად ბიზნესმენი ამჟამად რუსეთსი იმყოფება.



ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3400-მდე მოქალაქემ უკვე მიიღო.

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0