x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსულმა გამანადგურებელმა СУ27, ყირიმიდან 120 კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდო ამერიკული დრონი MQ-9 reaper

image
რუსულმა გამანადგურებლებმა გზა გადაუღობეს ამერიკულ დრონს "MQ-9 reaper", რომელიც რუმინეთის სამხედრო ბაზიდან აფრენის შემდეგ ახდენდა სადაზვერვო ფრენებს შავი ზღვის თავზე ყირიმის სამხრეთ-დასავლეთით, 120 კილომეტრით დაშორებულ საჰაერო სივრცეში, მას არ დაურღვევია რუსეთის საჰაერო სივრცე.


მიუხედავად ამისა ორმა რუსულმა გამანადგურებელმა СУ27, დრონთან მიმართებაში განახორციელეს საშიში მანევრები, გარდა ამისა დრონს გამანადგურებლების ავზებიდან დიდი რაოდენობით საწვავი გადაასხეს მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზნით.


ერთერთი გამანადგურებელი დრონის ხრახნს "წამოედო", დიდი ალბათობით შეგნებულად. დრონზე ოპერატორებმა კონტროლი დაკარგეს და ის ზღვაში ჩავარდა, მეორე ვერსიით დაზიანებული დრონი უკვე ამერიკელებმა ჩამოაგდეს რათა თუნდაც დაზიანებული რუსებს არ ჩავარდნოდათ ხელში.

მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ: "მათი თქმით დრონს გამორთული ჰქონდა ტრანსპოდერი, იმყოფებოდა დაშვენული საფრენი ზოლის მიღმა რუსეთის მიმართულებით, რის გამოც აფრინდა ორი რუსული გამანადგურებელი, რომლებსაც რაიმე სახის შეიარაღება დრონთან მიმართებაში არ გამოუყენებიათ, დრონმა კატასტროფა განიცადა მკვეთრი მანევრების გამო".

თუმცა ამერიკული მხარე სულ სხვა რამეს ამბობს, როგორც ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, კერძოდ კი გენერალმა ჯეიმს ჰაკერმა რომელიც ევროპაში და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალია: "ამერიკული დრონი მიფრინავდა დადგენილი ნორმების სრული დაცვით, მას არ დაურღვევია საჰაერო სივრცე, არ შეუქმნია საფრთხე რუსეთის სამხედრო ან სამოქალაქო საფრენი საშუალებებისათვის, დრონი ატარებდა გეგმიურ ფრენას საერთაშორისო ნორმების შსაბამისად საერთაშორისო სივრცეში. დრონს რუსულმა გამანადგურებელმა შეგნებულად დაუზიანა ხრახნი, რამაც გამოიწვია მისი ჩამოვარდნა".

არა მგონია ამერიკელებმა ეს ინციდენტი დაუსჯელად გაუტარონ რუსეთს, ამ ინციდენტის საპასუხოდ აუცილებლად განახორციელებს აშშ საპასუხო რეაგირებას, იქნება ეს სირიაში რუსულ კონტიგენტზე დარტყმა "ტომაჰავკებით" თუ რუსულ-სირიულ სამხედრო ობიექტებზე "მიშვება" ებრაული ავიაციის, რომლებიც რასაც ჰქვია "დაგეშილი" არიან ამ საქმეში.


0
51
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
51