x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კარგი შენიღბვა, ომის თეატრში გადარჩენის საუკეთესო საშუალება იყო, არის და იქნება
image
სპეციალური შსანიღბი საშუალებები ტექნიკას და მებრძოლს საშუალებას აძლევს ნაკლებად შესამჩნევი იყოს ბრძოლის ველზე.


თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების მასიურად გამოყენების მიუხედავად კარგი შენიღბვის შემთხვევაში გადარჩენის შანსი მუდამ ბევრად მაღალია, ვიდრე შეუნიღბავი ტექნიკის თუ მებრძოლების.

სწორედ კარგად შერჩეული შესანიღბი საშუალებების დახმარებით მიაყენა საბჭოთა არმიას უზარმაზარი ზიანი ფინეთის არმიამ.


თოვლსა და ქარბუქში თეთრ კომბინეზონებში გამოწყობილი ფნელი მებრძოლები მუსრს ავლებდნენ საბჭოთა მეომრებს.

ბევრი იტყვის ახლა სხვა დროა, სხვა ტექნოლოგიებია, ბოლოსდაბოლოს არსებობს თბოვიზორებიო, მაგრამ როცა ტექნიკა დაქოქილი არაა და კარგადაა შენიღბული სპეციალური საშუალებებით, მისი აღმოჩენა არაა მთლად მარტივი საქმე, მით უფრო მაშინ როცა თბოვიზორის მოქმედების სიშორე საკმაოდაა შეზღუდული.


სწორედ რელიეფის და გარემოსთან შეხამებისათვის ღებავენ საკუთარი არმიის ტექნიკას უამრავ ქვეყანაში, სნაიპერი შენიღბვის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია, რადგან ანტისნაიპერული ბრძოლის ფარგლებში გამოცდილ სნაიპერს არ უჭირს ტყვიის გასროლის ლოკაციის დადგენა თუნდაც მაყუჩიანი შაშხანიდან გასროლის პირობებშიც კი, ტყვიის ფრენის ტრაექტორიას გამოცდილი სნაიპერი ისე კითხულობს, როგორც ინდიელი კვალმაძიებლები ზუსტად ადგენდნენ დევნის ობიექტის გადაადგილების ნაკვალევს, ქვიან რეგიონშიც კი.

სადღეისოდ მძიმე ტექნიკას, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო კატარღბს, ხომალდებს და ავიაციას ღებავენ სპეციალური ფერებით, რათა მაქსიმალურად იყვნენ გარემოსთან შეხამებული.



გთავაზობთ მოცულობით კოლაჟს შენიღბვის მარტივ და პროფესიონალურ მეთოდებზე.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






























0
156
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
156