x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინამ წარმატებით დაიწყო "HIMARS"-ის რაკეტებზე შორი მოქმედების უკრაინული რაკეტების გამოყენება

image
უკრაინული რეაქტიული, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა «Ольха-М» გახლავთ საბჭოთა წარმოების მძლავრი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩის" ღრმად მოდერნიზებული, უკრაინული ვერსია.


«Ольха-М»-ის 300 მილიმეტრიანი რაკეტა სამიზნეს ამ ეტაპზე აზიანებს 110 კილომეტრზე, როცა უკრაინისათვის აშშ-ს მიერ მიწოდებული "
HiMARS"-ის რაკეტების მაქსიმალური სიშორე 80 კილომეტრია.

ამჟამად წარმოებაში ჩაშვებული უკრაინული კომპლექსის «Ольха-М»-ის რაკეტის საბრძოლო ქობინის წონაა დაახლოებით 220 კილოგრამი, რითაც აიხსნება მისი ეფექტური და დამანგრეველი მოქმედება დაცემის ადგილზე.

"ჩვენ მართალია ჯერ მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ აღნიშნული კომპლექსის რაკეტებს, მაგრამ წარმოება უკვე მზარდია და ვფიქრობთ მალე უკრაინის არმიას მივაწვდით 150 კილომეტრ მანძილზე მოქმედ უკრაინული წარმოების რაკეტებს, რაც საშუალებას მოგვცემს აგრესორებს მოვუსპოთ ლოჯისტიკა, გავუნადგუროთ სტრატეგიული არსენალები, დავარტყათ სამხედრო ეშელონების სარკინიგზო კვანძებს და უშუალოდ ფრონტს მიღმა დიდ სიღრმეზე სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე რეალურ დროში გავანადგუროთ მსხვილი სამხედრო დანაყოფების დისლოკაციის ადგილები, ასევე ფრონტისკენ გადასროლილი ჯავშანკოლონები"-განაცხადა უკრაინის ეროვნული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელმა ივან ვინნიკმა.

სწორედ «Ольха-М»-ის რაკეტებით იქნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში რუსული საოკუპაციო ძალების სამეთაურო შტაბის, ჯავშანტექნიკის და საბრძოლო მასალის საწყობებზე იერიში მიტანილი.
უნდა ითქვას, რომ უკრაინული წარმოების რაკეტებმა 80 კილომეტრით დაშორებულ მარიუპოლში წარმატებით გაართვა დაახულ ამოცანას თავი და გასაოცარი სიზუსტეც გამოავლინა.

2018 წლიდან უკრაინამ სულ 100 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა «Ольха-М» აწარმოა, მაგრამ ვინაიდან რაკეტების რაოდენობა მიზერული რაოდენობით ჰქონდათ, პრაქტიკულად ვერ იყენებდნენ ახლა კი უკრაინელებმა დაიწყეს რაკეტების წარმოების გაზრდა რამაც მათ საშუალება მისცა ეფექტურად გამოიყენონ საკუთარი წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა, ასევე უკრაინული წარმოების რაკეტებით, რომელიც
იმართება "GPS"-ით.

მალე უკრაინული არმია მიიღებს ახალ მოდერნიზებულ რაკეტებს, რომელთა მოქმედების სიშორე 150 კილომეტრი იქნება.

რაკეტის მართვაში დიდ როლს თამაშობს სპეციალური საქშენები, რომელსაც "აირის საჭეებს" უწოდებენ, რომლითაც ხდება რაკეტის ფრენის ტრაექტორიის ცვლილებები რაკეტის ფრენის პროცესში.

imageimage
«Ольха-М»-ის რაკეტა სტარტის შემდეგ.
image
საცდელი სროლისას ახალმა რაკეტებმა წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანას და ზუსტად მითითებულ ლოკაციაზე აფეთქდა.



0
135
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
135