x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბელორუსში დივერსანტების მიერ დაზიანებული თვითმფრინავი А-50 იყო უკრაინაში რუსული არმიის "თვალი და ყური"
image

ბელორუსის დედაქალაქ მინსკთან ახლოს მდებარე აეროდრომ მაჩულინზე მოხდა დივერსიული აქტი, "ბელორუსმა პარტიზანებმა" დრონებით იერიში მიიტანეს აეროდრომზე მდგარ მზვერავ თვითმფრინავზე А-50, რომელიც მრავალფუნქციურია თავისი დანიშნულებით.



აღნიშნული თვითმფრინავი, რომელიც უკრაინის საზღვრის გასწვრივ უწყვეტ რეჟიმში დაფრინავდა ცაში, ახდენდა უკრაინის ტერიტორიის სკანირებას, აფიქსირებდა რადიოსალოკაციო სადგურებს, აფიქსირებდა რუსული ავიაციის თუ დრონების წინააღმდეგ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიერ რაკეტის გაშვების ლოკაციას, ახდენდა უკრაინული ავიაციის აფრენა-დაფრენის ზუსტი კოორდინატების დაზუსტებას. მოპოვებულ ინფორმაციას კი დაუყოვნებლივ გადასცემდა რუსეთის გენშტაბს, რომელიც თავის მხრივ გასცემდა ბრძანებას სარაკეტო თუ საარტილერიო ცეცხლით მითითებული ლოკაციის დამუშავებას.



როგორც უკვე ვთხვი, მაშულუკის აეროდრომზე დივერსიული აქტის მოწყობა საკუთარ თავზე ბელორუსმა პარტიზანებმა მოაწყვეს, ეს დაჯგუფება ეწინააღმდეგება ლუკაშენკოს რეჟიმს და რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ასევე კატეგორიულად ემიჯნება ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქების თუ სოფლების დაბომბვას.




რუსეთის არსენალში კიდევ 8 ასეთი თვითმფრინავია, რომელთაგან 6 მოდერზნიზებულია. მიუხედავად ამისა დაზიანებული თვითმფრინავი მაინც დიდი შეღავათია უკრაინისათვის, რადგან რუსეთის არმიას მოაკლდება "თვალი და ყური" უკრაინაში.


თვითმფრინავის ღირებულება 330 000 მლიონი დოლარია. შორეული აღმოჩენის რადიოელექტრონული თვითმფრინავი როგორც უკვე ავღნიშნე აწვდიდა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების კოორდინატებს რუსეთის არმიას, სამხედრო ექსპერტების თქმით სწორედ ამ თვითმფრინავის დაზიანების გამო შეწყდა უკრაინის ინტენსიური დაბომბვა რაკეტებით, საარტილერიო სისტემებით თუ დრონებით.



თვითმფრინავს სერიოზული დაზიანებები აქვს, რაც გამორიცხავს მის მწყობრში ჩადგომას ამ წლის განმავლობაში, მით უფრო რომ მოდერნიზებული თვითმფრინავის აღდგენის საშუალება სანქციების გამო ახლა რუსეთს ნამდვილად არა აქვს, რადგან თვითმფრინავის ელექტრო ბლოკებში გამოყენებულ უცხოური წარმოების დეტალებს უკვე არავინ აწვდის რუსეთს.
რაც შეეხება დივერსიულ ჯგუფს-არავინაა დაკავებული, ბელორუსის სპეცსამსახურების თქმით ჯგუფმა უკვე დატოვა ბელორუსის ტერიტორია.


0
198
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
198