x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ინდონეზიელების გენოციდზე ანტიკომუნისტური კამპანიის ფარგლებში

image
სურათზე ხედავთ ადამიანებს, რომლებსაც მალე დახვრეტენ და ამავე ორმოშივე მიაყრიან მიწას.
ეს სურაჩი უზარმაზარი ტრაგედიიც მცირე ნაწილაკია რაც მოხდა ინდონეზიაში 1965-1066 წლებში.
და რა მოხდა მაინც ასეთი ინდონეზიაში იმ წლებში?-რატომაა ნაკლებად ცნობილი ამ საშინელებაზე?

ნაკლებს ამ ისტორიაზე სავარაუდოდ იმიტომ საუბრობენ, რომ შორეული ინდონეზიის მოქალაქეების ტრაგედია არ მომხდარა ევროპაში ან აშშ-ში ან აზიის წამყვან ქვეყნებში.
არა და მოხდა ხალხის გენოციდი ანტიკომუნისტური კამპანიის ფარგლებში. ამტიკომუნისტური რეპრესიები დაიწყო სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. რეპრესიები განხორციელდა ეთნიკური ჩინელბის წინააღმდეგაც, რადგან იმ დროისათვის ბევრი იყო ინდონეზიაში ჩინური კომუნისტური ორგანიზაცია.
კომუნისტური პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა ფიზიკურად იქნა განადგურებული.

გადაყენებულ იქნა პრეზიდენტი სუკარნო და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა მომავალი დიქტატორი სუჰარტო, რომელმაც 30 წელი "ცეცხლით და მახვილით" მართა ქვეყანა.
ანტიკომუნისტური რეპრესიები დაიწყო დედაქალაქ ჯაკარტაში 1055 წელს და გავრცელდა მთელ ქვეყანაში.

კომუნისტების ფიზიკურ ლიკვიდაციაში ათეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, ახალმა ხელისუფლებამ შთააგონა ქვეყნის მოსახლეობა, რომ კომპარტიის არსებობის პირობებში ქვეყანას ბედნიერება არ ეღირსებოდა (საინტერესო პარალელია, გაიხსენეთ არქიფო სეთური "დათა თუთაშხიადან").

ყველაზე მეტი მკვლელობა მოხდა იმ რეგიონებში, სადაც კომუნისტებს გარკვეული გავლენა ჰქონდათ მასებზე.
ცენტრალურ იავაზე, აღმოსავლეთ იავაზე, ბალზე და ჩრდილოეთ სუმატრაში დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს ყველას, ვისაც კი თუნდაც რაიმე სახის შხება ჰქონდა კომუნისტებთან.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კომუნისტების განადგურებაში ყველაზე დიდი აქტიურობა გამოიჩინა კომუნისტების ყველაზე აქტიურმა მხარდამჭერებმა-არმიამ და მუსლიმების პოლიტიკურმა პარტიამ.

ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 500 000 ადამიანი, არაოფიციალური მონაცემებით კი დახვრიტეს 1, 2 მილიონი ადამიანი, ზოგიერთი ისტორიკოსის შეფასებით კი 3 მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული პოლიტიკური ნიშნით.

რაც ყველაზე ტრაგიკულია ამ მოვლენებში ესაა-ისეთი ადამიანების დახვრეტა, ვისაც არანაირი შხება არასდროს ჰქონია კომუნისტურ პარტიასთან, უბრალოდ მეზობელი მეზობელს ასმენდა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების გამო მეზობლის მოსაშორებლად (საბჭოთა კავშირში 1937 წლის რეპრესიებს ხომ არ გაგონებთ პატივცენულო მკითხველებო ეს სიტუაცია?).

ორმოში მყოფი ადამიანების დახვრეტის მერე, ორმოსთან წამოწოლილი ადამიანების რიგი დგება დასახვრეტთა სიაში.
დამეთანხმებით საშინელებაა!!!

image

+14


0
274
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
274