x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ რუსული Т-90М კრემენნოის რაიონში, მრავალფუნქციური ტრალით

image
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეებში გამოჩნდა რომ რუსულ არმიას უზარმაზარი ხარვეზები აქვს ლოჯისტიკის თვალსაზრისით, ტექნიკას როცა საბრძოლო ვითარებაში უწევს მუშაობა თითქმის ექსტრემალურ პირობებში, უამრავი პრობლემა იჩენს თავს და ეს გასაგებია, სახეზეა არა თანამედროვე ტანკები, არამედ ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს გამოშვებული ან მოდერნიზებული ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები.

ერთია აღლუმზე ერთი სიჩქარით გადაადგილება და მეორეა როცა უგზოობის და ნაღმური ველების პირობებში გადაადგილება, გარდა ამისა ტექნიკას ჭირდება საწვავი და ზეთი, რომელიც მუდმივად ცხელ მდგომარეობაში ყოფნის გამო მალე კარგავს მუშა ხარისხს და შეცვლას ითხოვს. ყველაზე მთავარი კი ტექნიკისათვის საბრძოლო მასალის მიწოდებაა რომლის გარეშეც ის უბრალოდ რკინის კოლოფია მოწყვლადობის მაღალი პროცენტულობით.

სწორედ ლოჯისტიკაში შქმნილი პრობლემების გამო დატოვა რუსულმა ეკიპაჟმა ტანკი Т-90М, რომელიც განსაკუთღებულია იმით, რომ უყენია ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი, რომელიც წარმოებაში ჩაუშვეს რუსეთში 2017 წელს.

ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი "ТМТ-К" უზრუნველჰყოფს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების: მუხლუხოების საწინააღმდეგო ნაღმების, კონტაქტური და არაკონტაქტული მაგრნიტური ამფეთქებლის მქონე ფსკერსაწინააღმდეგო ნაღმების, ბორტსაწინააღმდეგო სეისმური-ოპტიკური ამფეთქებლის მქონე ნაღმების, ასევე ქსელური წესით დადებული ფუგასური ნაღმების და დისტანციურად ფეთქებადი ნაღმების გაუვნებელჰყოფას.

მტრალავ კომპლექსის წონა 7 ტონამდეა, გააჩნია ფოლადის გორგოლაჭების კასკადი, რომელიც მოქმედებს დაჭერა-გადავლით ფეთქებად ნაღმებზე, ასევე გააჩნია დანების მთელი სისტემა.

საჭიროებისას ტანკის ეკიპაჟს ტანკის დატოვების გარეშე შეუძლია გორგოლაჭები აწიოს და მუშა რეჟიმში გადაიყვანოს დანები, რომელიც იწყებს მიწის ჭრას და ღრმად ჩამარხული ნაღმების აფეთქებასაც.

ტრალს გააჩნია სიხშირული გენერატორი, რომელიც დისტანციურად ან სეისმურ-ოპტიკური მოქმედების ბორტსაწინააღმდეგო ნაღმებს აუვნებელჰყოფს.
ერთი სიტყვით უკრაინელებმა საწვავის უქონლობის გამო რუსების მიერ დატოვებული ტანკი თანამედროვე ტრალით ჩაიგდეს ხელში.

ცუდი ისაა, რომ ამგვარი მტრალავი ტექნიკის სიჩქარე დაბალია მუშაობის რეჟიმში და განაღმვით სამუშაოებს დიდი დრო ჭირდება, სწორედ სისწრაფით და მაღალეფექტურობით გამორჩეული ჩემი ინოვაცია ამიტომაც იქნა უკრაინელების მიერ სწრაფად მიღბული და გამოყენებაში ჩაშვებული.
თუმცა ჩემს მეთოდს დანახარჯიც ახლავს საბრძოლო მასალის კუთხით, რომლის აღმოფხვრაზეც ვმუშაობ ახლა.



image

0
324
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
324