x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინულმა შორი რადიუსის მოქმედების დრონმა რუსეთში, სარატოვის ოლქში ენგელსის აეროდრომი დაბომბა
image თუ აქამდე რუსეთი უკრაინაში ზურგის სრული უსაფრთხოებით ანხორციელებდა აგრესიას, ახლა უკრაინელების ხელში აღმოჩნდა უკრაინული წარმოების დრონი, რომელიც სსრკ-ს დროს შეიქმნა და დიდ მანძილზე მოქმედებისათვის იყო განკუთვნილი. არ განვავრცობ თემას, თუ ვინ აწვდის რეაქტიულ ძრავებს უკრაინას ძველი თაობის, სერიოზულად მოდერნიზებული დრონების წარმოებისათვის.


უკრაინის არმიამ უკვე რუსეთის ღრმა სიღრმეში დაიწყო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე დარტყმის მიყენება.


ფსიქოლოგიურად ეს დარტყმები ბევრად ეფექტურ საქმეს აკეთებს ვიდრე თავად დარტყმები, რადგან თუ აქამდე მხოლოდ უკრაინის მომიჯნავე ბელგოროდის ოლქის სტრატეგიული ობიექტები იბომბებოდა რუსეთში, სარატოვის ოლქში ენგელსში მდებარე, რუსეთის სამხედრ-საავიაციო ბაზა რამდენიმე ასეული კილომეტრითაა დაშორებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას უკვე ხელში აქვს "გრძელი კეტი", რომლის მეშვეობითაც თავისუფლად შეუძლია მიწვდეს რუსეთის სიღრმეში სტატეგიულ ობიექტებს, გაანადგუროს ლოჯისტიკის სისტემა, დაარტყას საბრძოლო მასალების არსენალებს და დაარტყას სამხედრო ეშელონებსაც კი.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ენგელსში, სამხედრო ბაზაზე უკრაინული დრონის დარტყმა, მაგრამ განმარტება გააკეთა, რომ თითქოს რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ გაანადგურა უკრაინული დრონი, რომლის ნარჩენებმაც ბაზის სამხედრო-ტექნიკურ პერსონალში მსხვერპლი გამოიწვია, იგივე გაიმეორა სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსურგინმა, მისი თქმით სამხედრო ტექნიკის ზარალი არაა, თუმცა დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.



თავად ფაქტი, რომ უკრაინულმა დრონმა რამდენიმე ასეული კილომეტრი შეუფერხებლად გაიარა რუსეთის სიღრმეში, მეტყველებს იმაზე, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები "ბუზებს ყლაპავს", ბაზის თავზე დრონის აფეთქება-ჩამოგდება არ გამოიწვევდა ბაზაზე ადამიანების მსხვერპლს, რადგან დრონი პრაქტიკულად ცაშივე დაიშლებოდა, თავისუფალ ვარდნაში მყოფ მცირე დეტალებს კი ადამიანების მოკვლა სხვადასხვა ადგილას ნამდვილად არ შეუძლია.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამჯერადაც "დააბოლა" რუსეთის მოქალაქეები და ინფორმაცია ისე გააჟღერა თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
არა და სტრატეგიული მნიშვნელობის აეროდრომის და სამხედრო ბაზის დაბომბვა უკრაინელების მიერ სულ სხვაზე მეტყველებს.

+14

0
276
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
276