x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩრდილოეთ კორეა სულ უფრო და უფრო მილიტარული სახელმწიფო ხდება
image არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, რომ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკა მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასაძლიერებლად.


ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი არავის ინდობს, ვისშიც კი ოდნავი ეჭვი შეეპარება.


სახელმწიფო ერთი მთლიანი სამხედრო კომპლექსია, სადაც ქვეყნის დიქტატორი ლამისაა მესიად შერაცხონ.


მიმდინარეობს საზოგადოებისათვის ტვინის გამორეცხვა, თან დაუჯერებელი წარმატებით. ხალხს მედიით ამცნეს, რომ ჩრდილოეთ კორეას კოსმოსური ხომალდი მზეზე დაჯდა და ამ დაუჯერებელ დეზინფორმაციას ხალხი საოცარი აღტაცებით და ემოციით შეხვდა, არაფერს ვამბობ ჩრდილოეთ კორეას საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონად გამოცხადებაზე რამდენიმე წლის წინ, როცა კიმმა ჩრდილოეთ კორეელებს "ახარა" მათი ქვეყნის "ჩემპიონობა.



ამ ტყუილებს არა უშვდა რომ არა, ამ ქვეყნიდან მომავალი საფრთხე. თუ ჩრდილოეთ კორეას არმის სრულ კოლაფსშია თანამედროვე ტექნიკის და ამუნიციის მხრივ, მას ნამდვილად დიდი წარმატებები აქვს შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შექმნაში და წარმოაბაში, რაც საფრთხის შემცველია.
არავინ იცის აქვს თუ არა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ქობინი, თუნდაც ერთი ცალი, მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია ბინძური ბომბის შექმნა და მისი გამოყენება შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტით.


ჩრდილოეთ კორეამ მერამდენედ გამოსცადა უკვე შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა "Hwasong-17", რომლის მოქმედების სიშორე კოლოსალურია, იაპონელი სამხედრო ექსპერტების თქმით ამ რაკეტას შეუძლია სამიზნის განადგურება 15 000 კილომეტრამდე მანძილზე, მით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ის, რომ მას ერთდროულად შეუძლია რამდენიმე ბირთვული ქობინის წაღება.


რაკეტა ორსაფეხურიანია და ის მიეკუთვნება ბალისტიკური რაკეტების საკონტინენტსაშორისო რაკეტების კლასს.


იმედია აშშ და ცივილური სამყარო ნახევრად შეშლილ დიქტატორს და მის სამხედრო ინჟინერებს, მეცნიერ-ფიზიკოსებთან ერთად საშუალებას არ მისცემს შექმნან ბირთვული იარაღი.


ჩრდილოეთ კორეას დიქტატორი ქალიშვილთან და აღნიშნული რაკეტის მომსახურე პერსონალთან ერთად.


image

0
131
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
131