x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირანის ისლამური რესპუბლიკა ტერორიზმის ბუდე და გენერატორი რელიგიის სახელით
image ეს მარიე იბრაჰიმია, ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის მსვერპლი 2014 წელს.


ირანმა შაჰის მონარქიის შემდეგ იმის ნაცვლად, სახელწიფოს დემოკრატიული წყობა გაეძლიერებინა, აირჩია შიდა და გარე ტერორის გზა.


დიდი ხანია უკვე ირანი მოიაზრება, როგორც ტერორისტების და ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიდო, რომელიც არ მალავს, რომ ისრაელი და მთელი რიგი სახელმწიფოები უბრალოდ უნდა "აღიგავონ მიწისაგან პირისა" და ამას რეალური ქმედებებით უწყობს ხელს.


მართალია ირანს სამოქალაქო ხელისუფლება მართავს, მაგრამ რეალური ძალაუფლება ქვეყანაში ფანატიკოსებს უპყრიათ ხელთ ჰამეინის თაოსნობით.



ათწლეულებია ჰამენეის დირექტივებით იმართება ირანი, თავად ის ფაქტი რომ ირანის თავდაცვის მინისტრის მიერ რუსეთისათვის კამიკაძე დრონების გადაცემაზე უარის თქმამ ვნებათაღელვა გამოიწვია ისლამისტ ფანატიკოსებში და დრონების გადაცემა მოხდა ჰამენეის უშუალო ჩარევის შემდეგ რუსეთისათვის.


ჰამენეის დირექტივებით შეიქმნა ირანში "ზნეობის პოლიცია" რომელსაც არაფერი აკავშირებს ზნეობასთან, ესაა ფანატიკოსი მოძალადეები ფორმით და სახელმწიფოსგან მინიჭებული ზღვარსგადასული უფლებებით.


აღნიშნული პოლიცია აკავებს და იტაცებს ნებისმიერს, ვისაც კი გაუჩნდება პროტესტის გრზნობა არსებული რეიმის ან პროტესტი გაუჩნდება ირანის მოქალაქეებისათვის დაწესებული ჩაცმის სტილის გამო.


მეტიც, დაკავებულ ქალებს აუპატიურებენ და ან როზგავენ და ამას ამღზდელობით მუშაობას უწოდებენ.


მარიეს და მასთან ერთად ისფაჰანში ქუჩაში მიმავალ გოგოებს 2014 წელს თავს დაესხა ისლამისტ ფანატიკოსთა ჯგუფი, რომლებმაც მარილმჟავას ხსნარი შეასხა გოგოებს სახეში.


ერთი ადგილზე დაიღუპა, ორმა თვალისჩინი დაკარგა, მარიემ ცალი თვალი მთლიანად დაკარგა და აი როგორ გამოიყურება.


მიზეზი კი ძალიან პრიმიტიული აღმოჩნდა, გოგონები ჰიჯაბის არასწორად გამოყენების გამო დაისაჯნენ.

0
259
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
259