x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"მოიცა... რა არ აბია ?" - სახალისო ისტორია,რომელსაც ბექა ყორშია იხსენებს
image

აღმოსავლეთმცოდნე და ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას აზიარებს, რომელიც მის მეგობარ გოგონასთანაა დაკავშირებული. როგორც აღმოჩნდა ქართველ მეგობარ გოგონას იორდანელი სტუდენტი ბიჭი გააცნო, წყვილს თავდავიწეყბით შეუყვარდათ ერთმანეთი, ეს ამბავი გაიგო ქართველი გოგონას მამამაც, რომელსაც ქალიშვილს შეყვარებულზე კურიოზული რეაქცია ჰქონდა:



"რახან არაბულთან დაკავშირებულ გაუგებრობებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ეს 5 წლის წინანდელი ისტორია უნდა გავიხსენო ჩემს ერთ ქართველ მეგობარ გოგოს გავაცანი იორდანიელი სტუდენტი ბიჭი, რომელიც აქ სამედიცინოზე სწავლობს. ერთმანეთი მალე ისე შეუყვარდათ, ჭკუაზე არ იყვნენ.



ამ გოგომ გადაწყვიტა, აიანთან გადასულიყო საცხოვრებლად. გაგიჟებული მამამისი მირეკავს, რომელმაც საერთოდ არაფერი იცოდა ამ ამბის შესახებ:



- ბექა, გამაგებინე ერთი ვინ ბიჭი გააცანი კატოს, მაგის გამო სახლიდან რომ წავიდა ამ წვიმასა და თქეშში?


- გადასარევი ვინმეა... არაბია, გივი ბიძია. - ვუთხარი. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. აი, ახლა ამომიტრიალებს-მეთქი, ვფიქრობდი, როცა დაბნეული ხმით მეკითხება:


- მოიცა... რა არ აბია?"-წერს ბექა ყორშია.

0
182
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0