x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე მინიატურული ბრიტანული დრონი "Black Hornet Nano" უკვე უკრაინის შეიარაღებაშია
image
ომების თანამედროვე წარმოებამ მოითხოვა ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენება, მათ შორის განსაკუთღებული ადგილი უკვე დაიკავა უპილოტო საფრენმა აპარატებმა-დრონებმა.


არსებობს დრონების რამდენიმე სახეობა, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურია დამრტყმელი დრონები, დრონ-კამიკაძეები და სადაზვერვო დრონები. სამივეს თავისი როლი აქვს, დამრტყმელი დრონები, როგორც წესი მაღალტექნოლოგიური კომპლექტაციის გამო ბევრად ძვირი ღირს ვიდრე მზვერავი ან კამიკაძე დრონები.
სადაზვერვო დრონი რაც უფრო მცირე ზომისაა მით უფრო მოწყვლადია მოწინააღმდეგის ცეცხლისაგან.


სადაზვერვო დრონის მოვალეობაა რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს მართვის ოპერატიულ ცენტრს, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას გადასცემს გენერალურ შტაბს, რომელიც თავის მხრივ უკვე მითითებულ კოორდინატებზე შესაბამის დანაყოფებს აძლევს ბრძანებას გაანადგურონ საარტილერიო ან სარაკეტო ცეცხლით მითითებული ობიექტები.


სადღეისოდ მსოფლიოში ყველაზე მინიატურული სადაზვერვო დრონი, რომელიც მინი ვერტმფრენს წამოადგენს გახლავთ ბრიტანული წარმოების "Black Hornet Nano", რომელიც ნანო ტექნოლოგიებითაა დამზადებული.



დრონი აღჭურვილია ვიდეოთვალთვალის ორი მაღალხარისხოვანი კამერით, რომლებიც დრონის წინა მხარესაა განთავსებული. ინფორმაციის გადაცემა დრონიდან დრონის მართვის ცენტრისათვის ხდება რეალურ დროში. დრონის სიგრძე 100 მილიმეტრია, სიგანე 25 მილიმეტრი, როტორის დიამეტრი 100 მილიმტრია. დრონის საერთო წონა წარმოუდგენლად მცირეა-18 გრამამდე.


ფრენის სიჩქარეა 5 მ/წმ-ში, ქარიან ამინდში კი 8მ/წმ-ში. ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 25 წუთი, ხოლო ფრენის სიშორე 1 კილომეტრი.


აღნიშნული დრონი ბრიტანეთმა გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დრონის მომსახურე პერსონალის ბრიტანეთში გადამზადების შემდეგ.




0
114
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
114