x
image
ქეთი გაბინაშვილი
სიკეთის ანგელოზები- მეცამეტე ერა
image

სოციალურ ქსელში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა გამოჩნდა. "მეცამეტე ერა" ქართველი ხელოვანების ნაწილმა შექმნა. ჯგუფის ეგიდით სხვადასხვა აქტივობები უკვე დაიწყო. „სიკეთის ანგელოზები“ ძირითად აქცენტს ბავშვებზე აკეთებენ. ამ დრომდე უკვე განხორციელდა რამდენიმე სოციალური პროექტი. ამჯერად კი სკოლების წიგნადი ფონდის გამდიდრებისათვის საქველმოქმედო აქცია იწყება.

„ყველა წაკითხული წიგნის შემდეგ, ხდები უკეთესი ვიდრე იყავი“- უკეთესი ადამიანები კი საქართველოს უკეთესი მომავლის საწინდარია. პროექტი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს მოიცავს და ძირითადი აქცენტი მაღალმთიან სოფლებზე გაკეთდება, თუმცა ყურადღების მიღმა, ცხადია, არც დედაქალაქი დარჩება. ჯგუფში უკვე დაწყებულია მხატვრული ლიტერატურის შეგროვება, ოქტომბრის ბოლოს კი შეგროვილი წიგნები ბავშვებს გადაეცემათ.

„მეცამეტე ერა“ ბავშვებისათვის შეიქმნა, ამიტომ ყველაფერი გაკეთებდება, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ჩაერთოდ პროექტში, რაც შეიძლება ბევრ პატარას გაუჩნდეს საკუთარ საჭიროებებზე საუბრისა და თანატოლების დახმარების სურვილი.


ჯგუფის ადმინისტრაცია იმედს იტოვებს, რომ ყველა, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა, „მეცამეტე ერასთან“ ერთად შეეცდება „კარცერი ლუქსების“ შექმნას.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0