x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის ქალაქ ეისკში ჩამოვარდა საფრონტო ბომბდამშენ - გამანადგურებელი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა

image
კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში, ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა საბჭოთა/რუსული წარმოების, ზებგერითი საფრონტო ბომბდამშენ-გამანადგურებელი, რომლის ფუნქციებში შედის ფრონტის მიღმა 150-600 კილომეტრის სიღრმეში აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები, იქნება ეს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა თუ მოწინააღმდეგის გამანადგურებელთან საბრძოლო დუელში ჩართვა.


საუბარია "Су-34"-ზე, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 2200 კილომეტრია საათში, ხოლო მისი კრეისერული სიჩქარეა 1300 კმ/სთ. ფრენის რეზერვი კი 4000კილომეტრი გახლავთ. თვითმფრინავის ღირებულება 36 მილიონი ამერიკული დოლარი გახლავთ.


თვითმფრინავი ორ ძრავიანია, მას უყენია "АЛ-31Ф", მაღალტემპერატურული ტურბორეაქტიული ძრავა.


როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს საწვრთვნელი ფრენის ფარგლებში თვითმფრინავის ერთერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა აფრენისას, ეკიპაჟმა სცადა (როგორც ყოველთვის აცხადებენ რუსები) უზარმაზარი თვითმფრინავის საცხოვრებელ კორპუსთან შეჯახება აერიდებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, მფრინავებმა მოასწრეს კატაპულტირება (ამ თვითმფრინავში მფინავები გვერდიგვერდ ზიან და არა სტანდარტულად, ერთი წინ და მეორე უკან) თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა რამაც საწვავის აალება გამოიწვია.
image

ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეალურად კი თვითმფრინავი დიდი ალბათობით საბრძოლო დავალების შესასრულებლად მიფრინავდა უკრაინაში, რადგან თვითმხილველების თქმით შეჯახებას მძლავრი აფეთქებების კასკადი მოჰყვა, რაც საბრძოლო მასალის დეტონაციას შეეძლო მხოლოდ გამოეწვია.
image კატაპულტირებული პილოტი ჯერ კიდევ შოკშია და წამოდგომას ვერ ახერხებს, თუმცა კითხვაზე-ჩამოგაგდეს?-უატყოფით პასუხს აძლევს, ვიდეოში კარგად ისმის თვითმფრინავის საბრძოლო მარაგის აფეთქებების ხმა.

0
161
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
161